ფეხბურთი

17:00 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" ელერდაისი დაითხოვა

ინგლისური “ევერტონი” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც ლივერპულური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, თანამდებობა დაატოვებინეს სემ ელერდაისს.

გამოცდილი სპეციალისტი “ევერტონს” გასული წლის ნოემბრიდან წვრთნიდა, როდესაც რონალდ კუმანი შეცვალა. თუმცა, გუნდის თამაშში განსაკუთრებული პროგრესი არ შეინიშნებოდა და სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა 49 ქულით. შესაბამისად, ევროსაგზურის გარეშე დარჩა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს “კანფეტებს”. მთავარ ფავორიტად მარკო სილვა სახელდება, რომელიც ბოლოს “უოტფორდში” მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119838