თამაშგარე

22:15 | 15.05.2018 | ნანახია 3139 - ჯერ

ანდრეა სერნა - ქალი ლეგენდა, ქალი ყველაფერი!

ყოველგვარი ზედმეტი სიტყვათაცვეთის გარეშე, წარმოგიდგენთ 33 წლის დიდებულ ლამაზმანს - ანდრეა სერნა სალაზარს, რომელიც გახლავთ ცნობილი კოლუმბიელი მოდელი, ტელეწამყვანი, რეპორტიორი , დიასახლისი, რადიოს დიჯეი, სატელევიზიო პროდიუსერი და კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრების თილისმა.

რაღა დაგიმალოთ და ჩვენ კიდევ შეგვეძლო ამ ქარაშოტივით ქალის საქმიანობებისა და წოდებების ჩამოთვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ანდრეა სერნას წარმატების საიდუმლო მხოლოდ წოდებებში არ იმალება და ამ ტიტულმრავალი ქალის უკან ნამეტნავად მონდომებული, მრავლისმნახველი და გაცვეთილი ვინმე იმალება.

ანდრეა დაიბადა კოლუმბიის პატარა ქალაქ არანჟაზეში, გაიზარდა სანტიაგო დე-კალისში, ცხოვრობდა დედაქალაქ ბოგოტაში და დღეს ამერიკაში, ფლორიდაში ისე კოხტადაა წამოდრანგული იქაურ პლაჟებზე, კაცი იტყვის ჭიპი შეერთებულ შტატებში მოუჭრიაო. რაც მართალია მარათალია - მაგარი ქალია!

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:27 | 17.05.2018
r.f. (205)

33 წლის კი არა 41 წლისაა ეს უძალიანმაგრესი ქალი

19:03 | 16.05.2018
O. Mertskhali (3102)

ქალი - სახლეჩი ატამი DDDD

15:59 | 16.05.2018
# KoRBeN DaLLaS # (13091)

ყოჩაღ ქალო, ე რამდენი რამე აგითვისებია
აი მე კი ერთადერთი საქმე ვიცი ხეირიანად. მაგრამ ისეთი აზარტითა და ჟინით "ვმუშაობ", რომ ხშირად კომენტარის დაწერა მარცხენა ხელით მიწევს ხოლმე

09:38 | 16.05.2018
BEERTRANCE (97819)

ლეგენდა?

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.072621