ფეხბურთი

20:45 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ-ს ტომას ტუხელი გაწვრთნის

ფრანგულ “პარი სენ ჟერმენის” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ტომას ტუხელი. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტუხელსა და პსჟ-ს შორის კონტრაქტი ორი წლის ვადით გაფორმდა.

“სიხარულს, სიამაყეს და ამბიციას განვიცდი, რადგან ეს დიდი კლუბია. ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები სამუშაოს ასეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოებს შორის არიან. პსჟ-ს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს და ეს ჩემთვის დიდ გამოწვევაა”, - განაცხადა ემერიმ წარდგენისას.

44 წლის გერმანელი “პარკ დე პრენსზე” უნაი ემერის ჩაანაცვლებს. ტუხელს აქამდე “მაინცსა” (2009-2014) და “დორტმუნდში” (2015-2017) უმუშავია.

0.109515