ფეხბურთი

19:45 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პერუს ნაკრების შემადგენლობა

პერუს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიკარდო გარეკამ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელა ვინაობა, რომლებიც სამხრეთამერიკელთა ღირსებას დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცავენ.

პერუელთა რიგებში ამჯერზე 25 ფეხბურთელია მიწვეულია და 2 მათგანს მუნდიალის დაწყებამდე შეკრების დატოვება მოუწევს.

იქამდე კი, შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: პედრო გალიესე (ვერაკრუზი, მექსიკა), ხოსე კარვალიო (უნივერსიტარიო), კარლოს კასედა (უნივესრიტარიო)

მცველები: ლუის აბრამი (ველეს სარსფილდი, არგენტინა), ალბერტო როდრიგესი (ატლეტიკო ჟუნიორი, კოლუმბია), ანდერსონ სანტამრია (პუებლა, მექსიკა), მიგელ ტრაუკო (ფლამენგო, ბრაზილია), ლუის ადვინკულა (ლობოსი, მექსიკა), მიგელ არაუხო (ალიანსა ლიმა), ალდო კორსო (უნივესრიტარიო), ნილსონ ლოიოლა (მელგარი), კრისტიან რამოსი (ვერაკრუზი, მექსიკა)

ნახევარმცველები: პედრო აკინო (ლობოსი, მექსიკა), ვილდერ კარტახენა (ვერაკრუზი, მექსიკა), კრისტიან კუევა (სან პაულუ, ბრაზილია), ედისონ ფლორესი (ოლბორგი, დანია), პაოლო ურტადო (ვიტორია, ბრაზილია), სერხიო პენია (გრანადა, ესპანეთი), აიდი პოლო (პორტლენდი, აშშ), რენატო ტაპია (ფეიენოორდი, ჰოლანდია), იოსიმარ იოტუნი (ორლანდო, აშშ)

თავდამსხმელები: პაოლო გერერო (ფლამენგო, ბრაზილია), ანდრე კარილო (ბენფიკა, პორტუგალია), რაულ რუიდასი (მორელია, მექსიკა), ჯეფერსონ ფარფანი (ლოკომოტივი, რუსეთი)

პერუს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დანიის, საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებები იქნებიან.

აქვე გეტყვით, რომ პაულო გერერო სანაკრებო სიაში თავდაპირველად კი იყო, მაგრამ კოკაინის მოხმარების გამო გამოცდილი ფორვარდი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და მუნდიალზე ვერ გაემგზავრება.

0.11302