ფეხბურთი

17:43 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა 32 ფეხბურთელიდან 24-მდე შემცირდა

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ცნობილია. ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ერთი კვირის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 32 ფეხბურთელისგან შედგებოდა, ახლა კი სია 24 ფეხბურთელამდე შემაცრია.

დალიჩს მუნდიალამდე კიდევ ერთხელ მოუწევს თავის გადაწყვეტილებაზე გადახედვა და სიიდან ერთი მოთამაშის ამოკლება მოუწევს.

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: დანიელ შუბაშიჩი (“მონაკო”), ლოვრე კალინიჩი (“გენტი”), დომინიკ ლივაკოვიჩი (“დინამო”)

მცველები: ვედრან ჩორლუკა (“ლოკომოტივი”, რუსეთი), დომაგოი ვიდა (“ბეშიქთაში”, თურქეთი), ივან სტრინიჩი (“სამპდორია”, იტალია), დეიან ლოვრენი (“ლივერპული”, ინგლისი), შიმე ვრსალიკო (“ატლეტიკო”, ესპანეთი), იოსიპ პივარიჩი (“დინამო”, უკრაინა), ტინ იედვაი (“ლევერკუზენი”, გერმანია), მატეი მიტროვიჩი (“ბრიუგე”, ბელგია), დუე ჩალეტა-ცერი (“ზალცბურგი”, ავსტრია)

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ესპანეთი), ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (“რეალი”, ესპანეთი), მილან ბადელი (“ფიორენტინა”, იტალია), მარსელო ბროჟოვიჩი (“ინტერი”, იტალია), ფილიპ ბრადარიჩი (“რიეკა”)

თავდამსხმელები: მარიო მანჯუკიჩი (“იუვენტუსი”, იტალია), ივან პერიშიჩი (“ინტერი”, იტალია), ნიკოლა კალინიჩი (“მილანი”, იტალია), ანდრეი კრამარიჩი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), მარკო პიაცა (“შალკე”, გერმანია), ანტე რებიჩი (“აინტრახტი”, გერმანია)

32-კაციან სიაში იყვნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ: მეკარე - კარლო ლეტიცა, მცველები - ბორნა ბარიშიჩი, ბორნა სოსა, ზორან ნიჟიჩი, ნახევარმცველები - მარკო როგი, მარიო პაშალიჩი, თავდამსხმელები - დუჟე კოპი და ივან სანტინი.

ხორვატიის ეორვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე D ჯგუფში არგენტინის, ისლანდიისა და ნიგერიის ნაკრებებს გაეჯიბრება.

0.13382