ფეხბურთი

3:35 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “მანჩესტერ სიტიმ” 100 ქულით დაასრულა

პრემიერლიგის 2017/2018 წლების სეზონის ბოლო ტურის ყველა შეხვედრა ერთდროულად გაიმართა. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ჩემპიონშიფში გავარდა “სუონსი”, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ხოლო “მანჩესტერ სიტიმ” 100-ქულიან ნიშნულს მიაღწია.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდი სტუმრად “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდა, რომელმაც საკუთარი საქმე წინა ტურში, “სუონსისთან” გასვლაზე მოგებით გააკეთა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა (ბურთების სხვაობაში “წმინდანებს” მეტოქესთან აშკარა უპირატესობა ჰქონდათ). “ქალაქელებმა” 3 ქულის მომტანი ბურთი 94-ე წუთზე გაიტანეს: დე ბრუინმა საკუთარი ნახევრიდან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ჟეზუსს, რომელმაც ბურთი კარგად დაამუშავა და გადამწყვეტ მომენტში ოსტატურად ითამაშა – 0:1.

“სუონსი” საკუთარ მოედანზე მეორე გავარდნილ გუნდთან “სტოკთან” დამარცხდა და “გედებს” მომავალი სეზონის გატარება ქვედა ლიგაში მოუწევთ.

“ლივერპულმა” “ბრაიტონს” უმასპინძლა, ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა და ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა. ერთი ბურთი მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა, რომელსაც ჯამში 32 გოლი დაუგროვდა და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“ტოტენჰემმა” “უემბლიზე” 9-გოლიან თრილერში “ლესტერი” დაამარცხა და მე-3 პოზიცია “ლივერპულს” არ დაუთმო, ხოლო “არსენალმა” არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით უკანასკნელად ითამაშა და ობამეიანგის გოლით გასვლაზე “ჰადერსფილდს” სძლია.

წარუმატებელი სეზონი ასევე დაასრულა “ჩელსიმ”, რომელმაც გასვლაზე “ნიუკასლისგან” სამი უპასუხო გოლი გაუშვა, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედმა” მარკუს რეშფორდის გოლით შინ “უოტფორდს” მოუგო.

“კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე ქვედა ლიგაში დაქვეითებულ “ვესტ ბრომვიჩს” სძლია, “ვესტ ჰემმა” “ევერტონს” მოუგო, “ბარნლი” კი შინ “ბორნმუთთან” დამარცხდა.

ბარნლი – ბორნმუთი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ვუდი (39), 1:1 კინგი (74), 1:2 უილსონი (93)

კრისტალ პალასი – ვესტ ბრომვიჩი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ზაჰა (70), 2:0 ვან ანჰოლტი (78)

ჰადერსფილდი – არსენალი 0:1 (0:1)

გოლი: ობამეიანგი (38)

ლივერპული – ბრაიტონი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 სალაჰი (26), 2:0 ლოვრენი (40), 3:0 სოლანკე (53), 4:0 რობერტსონი (85)

მანჩესტერ იუნაიტედი – უოტფორდი 1:0 (1:0)

გოლი: რეშფორდი (34)

ნიუკასლი – ჩელსი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 გაილი (23), 2:0, 3:0 ა.პერესი (59; 63)

საუთჰემპტონი – მანჩესტერ სიტი 0:1 (0:0)

გოლი: ჟეზუსი (94)

სუონსი – სტოკი 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 კინგი (14), 1:1 ნდიაიე (31), 1:2 კრაუჩი (41)

54-ე წუთზე შაქირიმ პენალტი ვერ გაიტანა

ტოტენჰემი – ლესტერი 5:4 (1:2)

გოლები: 0:1, 4:4 ვარდი (4; 73), 1:1, 5:4 კეინი (7; 76), 1:2 მაჰრეზი (16), 1:3 იჰეანაჩო (47), 2:3, 4:3 ლამელა (49; 60), 3:3 ფუქსი (53 ს.კ.)

ვესტ ჰემი – ევერტონი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0, 3:1 ლანცინი (39; 82), 2:0 არნაუტოვიჩი (63), 2:1 ნიასე (74)

Loading...
სტატისტიკა
0.24405