ფეხბურთი

19:52 | 13.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ლიდერს მოსცილდა, "ლოკომოტივი" გამოფხიზლდა

ეროვნული ლიგის მე-11 ტური თბილისური დერბით დასრულდა. ჩემპიონობისთვის მებრძოლი “დინამო” გამოკვეთილ აუტსაიდერ “ლოკომოტივს” მასპინძლობდა და ბუნებრივია, რომ აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა.

თუმცა, ფეხბურთში პროგნოზები უმადური საქმე რომ გახლავთ, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. კახა კაჭარავას გუნდმა ცდა არ დააკლო მოსაგებად, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, თავად გაუშვა და დამარცხდა.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა ბედი გადაწყვიტა, რომელიც ჩინებული კომბინაციის შედეგად გავიდა. 29-ე წუთზე კობახიძემ დროულად შენიშნა დავით ჯიქიას კარგი მოძრაობა და გამოზომილი პასით მასპინძელთა დაცვის ხაზი უმოქმედოდ დატოვა. ჯიქია მეკარესთან პირისპირ დარჩა და შეასრულა – 0:1.

“დინამოს” ბევრი დრო ჰქონდა მდგომარეობის შესაცვლელად, მაგრამ “ლოკომ” თავი გამართულად დაიცვა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. “რკინიგზელებმა” 8 ქულა დააგროვეს და “სამტრედიასა” და “სიონს” გაუტოლდნენ, ხოლო “კოლხეთს” ერთით მეტი აქვს.

აი, “დინამო” კი ლიდერ “საბბურთალოს” უკვე 5 ქულით ჩამორჩა. უკან კი, გორის “დილაა”, რომლის სუნთქვას, კახა კაჭარავას გუნდი უკვე კარგად გრძნობს.

“დინამო” – “ლოკომოტივი” 0:1 (0:1)

თბილისი, “დინამო არენა”

“დინამო” (4-2-3-1): ბულისკერია; რუხაია, თოთაძე, კობოური (ლოჩოშვილი 69), ხარაბაძე; ივანისენია, ნინუა; შულაია (ერგემლიძე 65), კიტეიშვილი, ივანიშვილი (ძალამიძე 46); ზივზივაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

“ლოკომოტივი” (4-2-3-1): შეროზია; გაბაძე, ჭანტურია, ლობჟანიძე, უბილავა; ძებნიაური, შონია; კობახიძე (ინჯგია 79), სამურკასოვი (გვალია 72), გავაშელიშვილი; ჯიქია (არველაძე 60)

მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გოლი: 0:1 ჯიქია (29)

გაფრთხილება: ძებნიაური (35), ინჯგია (85)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

კოლხეთი   0 - 0    მეტალურგი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   1 - 0    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   0 - 0    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.262732