ფეხბურთი

15:21 | 13.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აფრიკელმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში საფეხბურთო ექსპერტების, კლუბების კაპიტნების და გულშემატკივრების ხმების უმეტესი ნაწილი მიიღო. სალაჰს კონკურენციას კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი, ჯეიმს ტარკოვსკი, ჰარი კეინი და დავიდ დე ხეა უწევდნენ.

აღნიშნულ ტიტულამდე მოჰამედი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ და ინგლისის სპორტის ჟურნალისტებმაც დაასახელეს. მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, სალაჰმა კი 35 შეხვედრაში თავი 31 გოლით და ცხრა საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.114828