ბლოგი

17:12 | 13.05.2018 | ნანახია 518 - ჯერ

ვეტერანი სპორტსმენები ყურადღების გარეშე

ცხადია ყველა სპორტსმენი ვერ იქნება წარმატებული და სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბევრი ვეტერანი სპორტსმენი რჩება ყოველგვარი დანაზოგისა და ხშირად ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ეს სამწუხარო რეალობა უკვლებლივ ყველა ქვეყანაშია და არავის უკვირს, მილიონერი ვეტერანი სპორტსმენის გვერდზე, სრულ სიღარიბეში მცხოვრები მისი კოლეგის ნახვა, რადგან სპორტული კარიერა ისევე როგორც ადამიანის ცხოვრება ხშირად გამართლებაზეა. ბევრს კი ცხადია არ უმართლებს.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ათწლეულებია მოქმედებს უსახსროდ დარჩენილი ვეტერანი სპორტსმენების დახმარებაზე ორიენტირებული როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს ორგანიზაციები ყოფილ სპორტსმენებს პირველ რიგში ნორმალური სამსახურის პოვნაში ეხმარებიან და ამ ხალხის დასასაქმებლად, ხშირად თავად შუამდგომლობენ სხვადასხვა სტრუქტურასთან. ასევე გააჩნიათ სპეციალური ფონდები, სადაც აკუმულირებული თანხებით პირდაპირ ეხმარებიან მაგალითად მრავალშვილიან, ანდა სპორტში მიღებული ტრავმის შედეგად ხეიბრად დარჩენილ სპორტსმენებს. ისე კი ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ადამიანებს დახმარება მართლაც რომ ძალიან სჭირდებათ.

საქართველოში ამ კუთხით სამწუხაროდ ძალიან ცუდი ვითარებაა. კონკრეტულ კარგ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ჩვენთან ვეტერანი ღარიბი სპორტსმენები ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩებიან და მათი ერთადერთი იმედი, სოციალურად დაუცველად ცნობაა, რის შემდეგაც თავად სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე მათი მიხედვა. საერთოდ საუბარი არაა რაიმე ფონდზე და ფინანსურ დახმარებაზე მაშინ, როდესაც ხეიბრად დარჩენილმა სპორტსმენმა შეიძლება მთელი ცხოვრება ეტლით, ანდა ყავარჯნებით იაროს და ელემენტარულად ვერ შეძლოს ვთქვათ მწვრთნელობა (განსაკუთრებით ისეთ სახეობებში, სადაც გუნდის მომზადებისას პირადი კონტაქტია საჭირო) რაც ბევრი ყოფილი სპორტმენისათვის საუკეთესო და საოცნებო სამსახურია.

ცალკე საკითხია ვეტერანი სპორტსმენების მკურნალობის თემა. საყოველთაო ჯანდაცვა ბევრისათვის მართლაც ერთადერთი იმედია, მაგრამ როდესაც ვთქვათ მყესებგაწყვეტილ ან კოჭდაზიანებულ ყოფილ სპორტსმენს ქრონიკული ტკივილი აწუხებას და მუდმივად საჭიროებს მედიკამენტების მიღებას, სახელმწიფო დაზღვევა (სადაც ყველა მოქალაქისათვის სტანდარტული პაკეტებია) მოცემული პაკეტით უბრალოდ ვერ აუვა ამ ადამიანის რიგიანად მკურნალობას და ისეც ხდება, რომ ვეტერანებს მუდმივი ტკივილის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

ევროპის ქვეყნებში ვეტერან სპორტსმენებზე ასევე ზრუნავს სპორტსმენთა პროფესიული კავშირები და წარმატებული და მდიდარი სპორტსმებისგან აგროვებული მსუყე საწევროებით არაერთგან ფინანსდება ღარიბი სპორტსმენების როგორც ყოველდღიური შემოსავალი, ასევე ცხოვრებისა და მკურნალობის ხარჯებიც. საქართველოში კი სპორტსმენთა პროფკავშირი ათწლეულებია ძირითადად მხოლოდ ფორმალურად არსებობს და მათი უსახსრობა ის მიზეზია, რითაც ყოფილ სპორტსმენებს ყოველთვის მარტივად გაისტუმრებენ.

რეალობა კი ისაა, რომ ვეტერან სპორტსმენებს ჩვენს ქვეყანაში დახმარება და გვერდზე დგომა ნამდვილად ჭირდებათ. ეს გასაკეთებელია თუნდაც იმიტომ, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაკავებულ მოზარდებს კარგი მაგალითები ქონდეთ - თუ როგორ აფასებენ ვეტერანებს, როგორ ფასება ზოგადად სპორტი და ეს ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის მომავალში კარგი სტიმული იქნება. ჩვენი დღევანდელი რეალობა კი რა მაგალითებსაც იძლევა - ამაზე უკვე ვისაუბრეთ.

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:39 | 14.05.2018
O. Mertskhali (3112)

ყურადღება, ყველა გაჭირვებულს სჭირდება... სპორტი ძალიან მიყვარს, მაგრამ სპორტსმენები სხვებზე მეტი არაფრით არიან... აი, ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურების მქონე და ღვაწლმოსილი ხალხი (სპორტსმენი თუ სხვა პროფესიის) კი, ყოველთვის დასაფასებელია.

19:49 | 29.05.2018
kobaSP (4425)

სრულებით გეთანხმები! კითხვისას გავიფიქრე და ანალოგიურის დაწერა მინდოდა ზუსტად...
დაუცველი არავინ არ უნდა იყოს ქვეყანაში... სპორტსმენი იქნება ის, მეცნიერი თუ ბუღალტერი...

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.05158