ფეხბურთი

0:45 | 13.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გულგატეხილი ფანები: პროტესტი ჰამბურგში (+VIDEO, PHOTO)

54 წელი და 262 დღე - "ჰამბურგი" გერმანიის ბუნდესლიგიდან ისტორიაში პირველად გავარდა და მისი გულშემატკივრებისთვის 2017-2018 წლების სეზონი ალბათ ყველაზე ცუდად გასახსენებელი იქნება. კრისტიან ტიტცის გუნდმა სეზონი 31 ქულით მე-17 ადგილზე დაასრულა და გაისად, მისთვის უჩვეულოდ, II ბუნდესლიგაში მიუწევს ბურთის გორება.

რა გასაკვირია, რომ "გლადბახთან" (2:1) გამარჯვება ჩრდილოეთ გერმანელებისთვის ვერაფერი ნუგეში გამოდგა, როცა გაიგეს, რომ პარალელურ მატჩში "ვოლფსბურგმა" "კიოლნი" არ დაინდო (4:1). "ჰამბურგი" გავარდა, ზღაპარი დასრულებულია, დასრულებულია ცუდად.

ამას კი, ფანების პროტესტი მოჰყვა. ნამატჩევს "ვოლკპარკშტადიონზე" მდგომარეობა გერმანელთათვის დამახასიათებელ წესრიგს ნამდვილად არ მიესადაგებოდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116648