ფეხბურთი

18:34 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემრე ჯანი და "იუვენტუსი" 27 მაისს დადასტურდება

ინგლისური “ლივერპულისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ემრე ჯანი ტურინის “იუვენტუსში” ითამაშებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტს ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გააფორმებს.

წყაროს ცნობით, “იუვენტუსი” ტრანსფერს 27 მაისს საჯაროდ დაადასტურებს. გერმანელი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ტურინულ გრანდს უფასოდ შეუერთდება.

ემრე ჯანი “ენფილდ როუდზე” 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. იქამდე მერე ჯანი ლევერკუზენის “ბაიერში” ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117026