ფეხბურთი

17:12 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: აუტსაიდერთა ფრე

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მეორე სათამაშო დღე თბილისში გაიხსნა, სადაც “სიონმა” “სამტრედიას” უმასპინძლა. თავიდა ის ვთქვათ, რომ ორივე გუნდი მძიმე მდგომარეობაშია და ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უწევთ ბრძოლა.

იმერლებს საერთოდაც პირველი ტურის მერე უკვე არ მოუგიათ და შესაბამისად, 3 ქულის მოპოვება ერთადერთი მიზანი იყო. იგივე ითქმის ბოლნისელებზეც, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ გამარჯვება ვერცერთმა მოიპოვა.

ორი გოლი გავიდა და ორივე პირველ ტაიმში 8 წუთიან ინტერვალში. ალექსანდრე კოშკაძის სტანდარტულის შემდეგ გურამ გურეშიძემ თავით ყველას დაასწრო და “სიონი” წინ გაიყვანა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. საჯარიმოში ნოზაძეს ბურთი ხელზე მოხვდა და მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ერისთავმა ჩინებულად შეასრულა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, გოლი არ გასულა. გუნდებმა ქულები გაიყვეს და მძიმე ვითარებას თავი ოდნავაც ვერ დააღწიეს. “სამტრედიასა” და “სიონს” 8-8 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მხოლოდ თბილისის “ლოკომოტივს” აღემატებიან.

“სიონი” – “სამტრედია” 1:1 (1:1)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

“სიონი” (4-2-3-1): მუჯრიშვილი; მინდორაშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე; ხმალაძე, ქიქავა (სამუშია 85); მანაგაძე, კოშკაძე (მიქაბერიძე 68), გაფრინდაშვილი (სიხარულია 76); დვალი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; ჩაჩუა, ქარქუზაშვილი, კერძევაძე, ბაჩიაშვილი; დაუშვილი, სანია; კირკიტაძე (მესიაჩენკო 88), ერისთავი (ნინუა 84), ანტე გი; ხაბეიშვილი (ახალაძე 77)

მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

გოლები: 1:0 გურეშიძე (21), 1:1 ერისთავი (29, პენ)

გაფრთხილება: გიორბელიძე (66), ხმალაძე (80) – კერძევაძე (20), მიგინეიშვილი (67), სანია (76), ნინუა (88)

გაძევება: კოშკაძე (81)

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

კოლხეთი   0 - 0    მეტალურგი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   1 - 0    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   0 - 0    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.222771