ფეხბურთი

14:49 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ბუფონის შემცვლელს იტალიაში მიაგნო

ტურინის “იუვენტუსი” ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელს ეძებს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონი” “ჯენოას” კაპიტნის, მატია პერინის გადაბირებას აპირებს.

აღნიშნული ცნობა თავად გენუური გუნდის პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმაც დაადასტურა:

“დიახ, ეს სიმართლეა. მაროტას რომში შევხვდი, რომელიც მატიას შესახებ მესაუბრა. ახლა, მისგან სატელოფონო ზარს ველოდები, რომ მაგიდას მივუსხდეთ. თუმცა, ტურინელების გარდა, ნეაპოლიდანაც დამიკავშირდნენ”, - განაცხადა “ჯენოას” პრეზიდენტმა.

25 წლის მატია პერინი “ჯენოაში” 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს. 2014 წლიდან კი, იტალიის ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრია, მაგრამ მესამე მეკარის როლით უწევდა დაკმაყოფილება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111901