ფეხბურთი

19:58 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" აგუეროს დაბრუნებას შეეცდება

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო შესაძლოა "ატლეტიკოში" დაბრუნდეს. როგორც Marca იუწყება, მადრიდელები უკვე დაუკავშირდნენ სამხრეთამერიკელის წარმომადგენლებს.

ასევე, ესპანური გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკება მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაიწყება. "ატლეტიკო" სერხიოს მოიაზრებს ანტუან გრიზმანის შემცვლელად, რომელიც დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბს დატოვებს.

აგუერო "როხიბლანკოსის" რიგებში 2006-11 წლებში თამაშობდა და 230 მატჩში 100 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში სერხიომ 39 შეხვედრაში თავი 30-ჯერ გამოიჩინა.

0.146909