ძიუდო

13:23 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა დატოვეს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრების გარეშე გრძელდება. ისინი მინისტრის განცხადების შემდეგ სასტუმრო „ბილტმორში“ მივიდნენ ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილისთვის შეკითხვების დასასმელად, მაგრამ ჯერ დაცვა დარბაზში არ უშვებდა, შემდეგ კი მაინც მოახერხა ერთმა ჯგუფმა ყრილობაზე შესვლა, თუმცა დარბაზი ხუთიოდ წუთში დატოვეს.

ჟურნალისტებს კი უთხრეს, რომ სხდომაზე დასწრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან მათი აზრის მოსმენა ქევხიშვილის მიერ შეკრებილ დელეგატთაგან არავის სურდა.

ძიუდოისტები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით კანონის ფარგლებში ბრძოლას არ წყვეტენ. შემდგომი ნაბიჯების შესახებ კი განცხადებას უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.

0.112564