ფეხბურთი

12:12 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" რეკორდული ტური

“მანჩესტერ სიტისთვის” პრემიერლიგის 37-ე ტური რეკორდული გამოდგა. პეპ გვარდიოლას გუნდმა შემდეგი 3 რეკორდის დამყარება შეძლო:

“ქალაქელებმა” მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში 31-ე გამარჯვება მოიპოვეს და ასეთი შედეგი ერთ სეზონში არავის ჰქონია.

დანილოს, ბერნარდო სილვასა და ფერნანდინიოს გატანილი გოლებით კიდევ ერთი რეკორდი დაემხო, რომელიც “ჩელსის” ეკუთვნოდა. ლონდონურ კლუბს ერთ სეზონში 103 გოლი ქონდა გატანილი, "სიტის" კი სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 105 გოლი დაუგროვდა.

1992 წლის შემდგომ ინგლისის პრემიერლიგაში 97 ქულა არცერთ გუნდს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” “ბრაიტონს” უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107654