ფეხბურთი

10:44 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა "დინამო" და "დილა" დასაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ლიგის მე-9 ტურში გორის “დილასა და თბილისის “დინამოს” შორის მომხდარი ინციდენტი განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო.

ოფიციალური პირების მოხსენებითი ბარათებისა და ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალის გაცნობის შემდეგ კომიტეტმა მონაწილე კლუბების წარმომადგენლებსაც მოუსმინეს და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანეს: თბილისის „დინამო“ ფანების მიერ ტრიბუნის დაზიანების გამო დაისაჯა 3000 ლარით, ერთი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ გამართვითა და სეზონის ბოლომდე პირობითი დისკვალიფიკაციით. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის - 2 მატჩით და 500 ლარით; ხოლო მასპინძელი კლუბი „დილა“ - 800 ლარით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118026