ფეხბურთი

1:51 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონას” ლამაზი გამარჯვება და “რეალის” მარცხი

ესპანეთის თასის ფინალის გამო გადადებული ლა ლიგის ორი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა. 2017/2018 წლების სეზონის გამარჯვებული “ბარსელონა” “ნოუ კამპზე” “ვილიარეალს” დაუხვდა და დიდი ანგარიშით იმარჯვა.

“ბლაუგრანამ” შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მე-11 წუთზე ფელიპე კოუტინიომ დამატებაზე იყოჩაღა და ანგარიში გახსნა, ხუთ წუთში ანდრეს ინიესტამ დიდებული გადაცემა გაუკეთა ლუკას დინიეს, რომელმაც პაულინიოს ცარიელ კარში გაატანინა, ხოლო ტაიმის მიწურულს ვეტერანმა ნახევარმცველმა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონადან” მიდის, მორიგი გენიალური გადაცემა გაუკეთა მესის და არგენტინელსაც ისღა დარჩენოდა, რომ სხვაობა სამამდე გაეზარდა.

“ვილიარეალმა” 54-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა შეხვედრის ბოლოს ოსმან დემბელემ დუბლი შეასრულა და მასპინძლებმა გამანადგურებელი სხვაობით მოიგეს. პირველი გოლის მომენტში ივან რაკიტიჩმა ითამაშა შესანიშნავად, ჯერ ორი მეტოქე ჩამოიშორა და შემდეგ ახალგაზრდა თანაგუნდელს ცარიელ კარში გაატანინა, მეორე გოლის ეპიზოდში კი თავად დემბელე გაისარჯა მშვენივრად, რამდენიმე მოწინააღმდეგეს გაუსწორდა და ასენხიოს ბურთი თავზე გადაუგდო – 5:1.

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე “რეალი”, რომელსაც ცხრა მოთამაშე აკლდა, “სევილიას” “სანჩეს პისხუანზე” ეწვია და უშანსოდ დამარცხდა. ანდალუსიელები 26-ე წუთზე ბენ იედერმა დააწინაურა, რომელიც მურიელმა კიკო კასილიასთან პირისპირ დატოვა და ფრანგმა ფორვარდმა შანსი გამოიყენა. ტაიმის ბოლო წუთზე კი, მადრიდელთა დაცვა მთლიანად ჩავარდა, რითაც ლეიუნმა ისარგებლა და ანგარიში გაზარდა.

ლუკას ვაზკესმა 57-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა, თუმცა სერხიო რამოსმა ბურთი ხარიხას გაარტყა და “სევილია” გადარჩა, ხოლო 84-ე წუთზე რამოსმა ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა, თუმცა სტუმრებმა დარჩენილ დროში ორი ბურთის გაქვითვა მოახერხეს: 87-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბორხა მაიორალმა შედეგი დაასველა, ხოლო 95-ე წუთზე რამოსმა მეორე პენალტი აქცია გოლად – 3:2.

ამ გამარჯვებით “სევილიამ” მე-7 ადგილზე გადაინაცვლა და ევროპა ლიგის ზონაში შევიდა, ხოლო “რეალმა” “ატლეტიკოზე” დაწევის შანსი გაუშვა.

ბარსელონა – ვილიარეალი 5:1 (3:0)

გოლები: 1:0 კოუტინიო (11), 2:0 პაულინიო (16), 3:0 მესი (45), 3:1 სანსონე (54), 4:1, 5:1 დემბელე (87; 93)

სევილია – რეალი 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 ბენ იედერი (26), 2:0 ლეიუნი (45), 3:0 რამოსი (84 ს.კ.), 3:1 მაიორალი (87), 3:2 რამოსი (95 პენ.)

58-ე წუთზე რამოსმა პენალტი ვერ გაიტანა (ხარიხა)

თეგებილა ლიგა
სელტა   4 - 2    ლევანტე

შემადგენლობა

მოვლენები

ლეგანესი   3 - 2    ბეტისი

შემადგენლობა

მოვლენები

მალაგა   0 - 1    ხეტაფე

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   1 - 0    ალავესი

შემადგენლობა

მოვლენები

ლას პალმასი   1 - 2    ხირონა

შემადგენლობა

მოვლენები

ვილიარეალი   2 - 2    რეალი

შემადგენლობა

მოვლენები

ვალენსია   2 - 1    დეპორტივო

შემადგენლობა

მოვლენები

ბილბაო   0 - 1    ესპანიოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ატლეტიკო   2 - 2    ეიბარი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   1 - 0    სოსიედადი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.225814