ფეხბურთი

22:30 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოშიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ირლანდიელმა მცველმა ჯონ ოშიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

37 წლის ფეხბურთელი “სამყურების” ღირსებას 18 წლის განმავლობაში იცავდა: 2001-2018 წლებში 116 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 2000-2002 წლებში 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და 13 თამაშში 1 ბურთი შეაგდო. მან 2012 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება ოშის საკლუბო კარიერას: 1999-2011 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობდა, “წითელი ეშმაკების” მაისური 393-ჯერ მოირგო და თავი 15 გატანილი გოლით გამოიჩინა, ხოლო 2011 წლიდან დღემდე “სანდერლენდში” ირიცხება, “შავ კატებს” კაპიტნობს და 255 მატჩში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.

0.11504