ფეხბურთი

16:59 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" და "მონაკო" თავდამსხმელებს გაცვლიან?

იტალიური “მილანი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელის შეძენას აპირებს. ჯენარო გატუზომ არაერთხელ განაცხადა, რომ მის გუნდში დღეს ყველაზე მეტად სტაბილურად შედეგიანი ფორვარდის დეფიციტია.

როგორც Tuttosport-ი იტყობინება, “როსონერი” ფრანგული “მონაკოს” შემტევის რადამელ ფალკაოს გადაბირებას აპირებს. სწორედ ამიტომ იტალიური მხარე ფრანგებისთვის ბარტერს ამზადებს – ფალკაოს სანაცვლოდ ანდრე სილვა.

როგორც წყარო იტყობინება, სილვას აგენტი ჟორჟე მენდეში უახლოეს დღეებში მონტე-კარლოში გაემგზავრება და მოლაპარაკებებს დაიწყებს.

32 წლის რადამელ ფალკაოს მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, მაგრამ ყველა ტურნირის ჩათვლით 24 გოლის გატანა მაინც მოახერხა.

0.119416