ფეხბურთი

2:40 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გონზე მოსული ფერგიუსონის პირველი სიტყვები: "ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წასვლა შემიძლია?"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის, ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუმჯობესდა და კომადან გამოვიდა, უკვე გამცნეთ. ბრიტანული გამოცემები ახლა იმის შესახებ გვატყობინებენ, რა განაცხადა შოტლანდიელმა გონზე მოსვლის შემდეგ.

76 წლის სერ ალექსი პირველად თავისი შვილის მდგომარეობით დაინტერესებულა: “რა გააკეთა “დონკასტერმა”? – ეს, ის გუნდია, რომელიც ინგლისის პირველ ლიგაში თამაშობს და რომელსაც, ფერგის ვაჟი, დარენი თავკაცობს. “დონკასტერი” კი ამასობაში “უიგანთან” დამარცხდა (0:1).

აი, მას შემდეგ კი, რაც ექიმებმა ოჯახის წევრებთან გასაუბრების საშუალება მისცეს:

“ინგლისის თასის ფინალს ვერ დავესწრები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ყოფნის შანსი მაქვს?”, - იკითხა სქოთმა.

შეგახსენებთ, სერ ალექს ფერგიუსონმა 5 მაისს ინსულტი გადაიტანა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. შეძლებს თუ არა, 26 მაისს, კიევში ყოფნას რთული სათქმელია. ფაქტია, რომ ლეგენდარულ მწვრთნელს გამოჯანმრთელების ხანგრძლივი პროცესი ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111282