ფეხბურთი

1:22 | 9.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კარდიფ სიტის" მეკარის ისტორია: უსახლ-კარობიდან პრემიერლიგამდე

24 წლის ასაკში თითქმის აუხდენელი ოცნება და ლურსმანზე ჩამოსაკიდებლად გამზადებული ხელთათმანები – ეს “კარდიფ სიტის” მეკარის, ნილ ეტერიჯის ისტორიაა. ის დღეს 28 წლისაა და პრემიერლიგაში თამაშისთვის ემზადება.

ინგლისში დაბადებულ ფილიპინელ კიპერს საკმაოდ უცნაური წარსული აქვს. ბავშვობაში "ფულჰემისა" და “ჩელსის” აკადემიაში იზრდებოდა, ხოლო შემდეგ იჯარით არაერთ გუნდში ითამაშა. საბოლოოდ, 2014 წელს უგუნდოდ დარჩა და 5 თვის განმავლობაში მასთან თანამშრომლობა არავინ მოისურვა. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ეტერიჯმა სახლი და მანქანა გაყიდა, იმ პერიოდში კი, ღამეს მეგობრის სახლში ათევდა. მაშინ 24 წლის ფეხბურთელი Sun-თან ამბობდა:

“მსოფლიო ფეხბურთში ყოფნა ძალიან ძნელია. ერთი კვირა მაქვს და ფილიპინებში ვრბუნდები”.

ნილს ბედმა მოულოდნელად გაუღიმა. სწორედ რთულ პერიოდში, მისი სამსახურით “ოლდემი” დაინტერესდა. 2017 წელს კი, “კარდიფ სიტიში” აღმოჩნდა. გუნდში, რომელმაც ახლახან ინგლისის პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. ნილის წვლილი აღნიშნულ წარმატებაში საკმაოდაა – 41 მატჩში მხოლოდ 37 გოლი გაუშვა და 19-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

“ყველაფერმა ამან გამაძლიერა. ბევრი ადამიანი ვერ ხედავს რამხელა სამუშაო დევს უკან, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა ჩემი შესაძლებლობის და სწორედ ამიტომ გადავლახე ურთულესი მდგომარეობა”, - თქვა ეტერიჯმა პრემიერლიგაში დაწინაურების შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108791