ფეხბურთი

22:43 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი: "მილანში" პირველი ტიტულის მოგებაზე ვფიქრობ"

იტალიური “მილანის” კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი “იუვენტუსთან” მატჩის შესახებ საუბრობს. 31 წლის ფეხბურთელს შანსი აქვს, რომ “როსონერიში” პირველი ტიტული ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში მოიგოს.

“ჩვენ ვითამაშებთ დიდი გუნდის წინაშე, რომელსაც სკუდეტო ჯერ მხოლოდ მათემატიკურად არ აქვს მოგებული. “იუვეს” გააჩნია ხარისხი და ჰყავს დიდი ჩემპიონები, რომლებმაც დიდებული სეზონი ჩაატარეს.

ტურინში გოლის აღნიშვნა მხოლოდ პირადი სიხარული იყო. უფრო მნიშვნელოვანი მიზნები მქონდა ამ სეზონში, რომელსაც ვერ მივაღწიე. მაგრამ ახლა მხოლოდ “მილანთან” ერთად პირველი ტიტულის მოგებაზე ვფიქრობ, რომელიც ამ სეზონს შეცვლის.

მე მივესალმები ბუფონს და ჩემს ძველ თანაგუნდელებს. ზოგიერთთან საერთოდ ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ თამაშის დროს ჩვენ მეტოქეები ვათ. ბედნიერი ვარ, რომ ბუფონის, “იუვენტუსის” წინაამდეგ ვთამაშობს. სწორედ ამ გუნდში ვისწავლე, რომ არასდროს არ უნდა დანებდე”, - განაცხადა ბონუჩიმ.

“იუვენტუსისა” და “მილანის” მატჩი 9 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.112552