ფეხბურთი

21:15 | 8.05.2018 | ნანახია 4616 - ჯერ

კვირკველია: "ენფილდ როუდის" ატმოსფერო არასდროს დამავიწყდება"
"სიომინმა ფეხბურთში მეორე სიცოცხლე მომცა და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ"

მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონობა მოიპოვა და ყურადღების ცენტრშია. ქართველი ფეხბურთელი Sport24.ru-სთან ინტერვიუში “რკინიგზელთა” თავკაც იური სიომინზე ვრცლად ისაუბრა.

კვირკველიას განცხადებით, სიომინი არის ადამიანი, რომელმაც ფეხბურთში მეორე სიცოცხლე მისცა და მის გამო ყველაფერს გააკეთებს. გარდა ამისა, ვრცელ ინტერვიუში ჩვენებური სხვადასხვა თემებს შეეხო და მათ შორის, ინგლისის პრემიერლიგაში შესაძლო გადაბარგებას.

- “ზენიტთან” მატჩიდან ორი დღე გავიდა. ხვდებით, რომ რუსეთის ჩემპიონი ხართ?

- უბრალოდ არარეალური შეგრძნებაა. გადმოცემაც კი არ შემიძლია. თუმცა, ჩვენ ამას ველოდით. როდესაც მსაჯის სასტვენი გაისმა მზად ვიყავი მოედანზე სიკვდილისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი “კაიფი”, რაც ცხოვრებისგან ოდესმე მიმიღია.

- რომელი თასი უფრო მძიმეა, რუსეთის ჩემპიონის თუ რუსეთის თასი?

- ორივე ძალიან მარტივია ხელში დასაჭერად, ვერც კი გრძნობ. შამპანურის თასიდან დალევა უგემრიელესია.

- ილია გერკუსმა ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა, რომ მხოლოდ იგორ დენისოვისა და ჯეფერსონ ფარფანის ეიმდებოდა...

- როდესაც რუსეთის თასი მოვიგეთ, ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩემპიონობა მოსკოვის “ლოკომოტივთან” ერთად მსურდა. ახლა კი ვამბობ: რუსეთის სუპერთასის მოგება მსურს.

- დენისოვმა განაცხადა, რომ მადლიერია იური სიომინის. თქვენც?

- რომ არა სიომინი, ახლა ალბათ პირველ ლიგაში ვითამაშებდი. მახსოვს, როდესაც “ლოკომოტივში” მივედი, საფეხბურთო ექსპერტები ამბობდნენ, რაში სჭირდება სიომინს კვირკველია, რომელსაც “რუბინი” არ იყენებს. მე არ დავასახელებ ამ ადამიანების გვარებს, მაგრამ ფეხბურთში ცნობილი ადამიანები არიან. იური სიომინისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ის არის ადამიანი, რომელმაც ფეხბურთში მეორე სიცოცხლე მომცა. მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 70 წლის კაცია და ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. ამისგან იმდენად დიდ სიამოვნებას იღებს, უბრალოდ გაოცებული ვარ. იური სიომინი ლეგენდაა.

- გახსოვთ პირველი ვინ მოგილოცათ?

- არავინ იცოდა რას ამბობდა. მხოლოდ ჩახუტება და კოცნა იყო. ბედნიერები ვართ, რომ საბოლოოდ ეს გავაკეთეთ, რადგან გულშემატკივარი ამას 14 წელი ელოდებოდა.

- ტელეფონზე რამდენი შეტყობინება გქონდათ?

- 300! იყო გამოტოვებული ზარებიც, რომელსაც ვერ ვუპასუხე. გასახდელიდან ყველა რესტორანში წავედით, ყველა ბედნიერი იყო.

- თქვენს მაგიდაზე ყველაზე ძლიერი რა იყო?

- ჭაჭა, მაგრამ მაგიდაზე ყველაფერი გახლდათ.

- “ლოკომოტივმა” 87-ე წუთზე გაიტანა. იყო ფიქრები ტულში გასამართ მატჩზე?

- რა თქმა უნდა. “ზენიტი” ძლიერი გუნდია, ეს ყველამ ვიცით. ჩემპიონობისთვის ორი ქულა გვჭირდებოდა და ერთს “ზენიტთან” უკვე ვიღებდით. ვფიქრობდით, კარგი, ფრე ნორნალურია. მაგრამ შემდეგ იგნატიევმა შესანიშნავად ითამაშა და ედერმა გაიტანა.

- ოქროს გოლი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ახლა “ზენიტთან”. განმარტა ამას როგორ აკეთებს?

- ის კვლავ შოკშია. მატჩის შემდეგ სიტყვები არავის ჰქონდა, ყველა ჩემპიონობას ზეიმობდა.

- “ზენიტთან” მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებოდით?

- მწვრთნელმა გვითხრა, რომ სტადიონი გაივსებოდა, გულშემატკივარი ჩემპიონობას 14 წელი ელოდებოდა და ეს იქნებოდა დიდი შოუ. ეს ჩვენი შანსია, უნდა გავიდეთ მოედანზე და გავაკეთოთ ყველაფერი გამარჯვებისთვის. გავედით და გავიმარჯვეთ კიდეც.

- სიომინმა პირველ ვარჯიშზე განაცხადა: “ქართველები მოდიან ჩვენთან და რაღაცას ვიგებთ”...

- არ მინდა თქვენი მოტყუება. ჩვენ ქართველებს, “ლოკოში” საიდუმლო გვაქვს, მაგრამ ვერ გაგიმხელთ.

- ფერნანდეშმა სეზონის ტრავმირებულმა ჩაამთავრა...

- ბევრი თამაშობდა მაშინ, როდესაც არ შეეძლო. მათ შორის მეც რამდენჯერმე. ყველამ კარგად ვიცოდით, რმ ამ შანსი დაკარგვა არ შეიძლებოდა. თუ ახლა არა, მაშინ როდის? ღმერთმა იცის...

- სეზონი კვირას სრულდება, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. დაესწრებით?

- ტულის შემდეგ საქართველოში მივდივარ, ცოტას დავისვენებ და მერე სანაკრებო შეკრებაა. ჩვენ გვაქვს ამხანაგური მატჩები (მალტასთან და ლუქსემბურგთან – რედ). დავესწრები მუნდიალს? არ ვიცი. პრინციპში თანაგუნდელების გამო შეიძლება რამდენიმე ბილეთის ყიდვა. ტარასოვის და მირანჩუკის თამაშებზე მივიდოდი.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არაა ნაკრებში იგორ დენისოვი?

- თქვენ იცით? მე ვერ გავიგე. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ამის შესახებ ყველამ იცის და რატომ არ იძახბებენ, ჩემი საქმე არაა. მე მყავს ჩემი გუნდი და არ შემიძლია ამ საკითხზე საუბარი. თუმცა, დენისოვი მაღალი კლასის ფეხბურთელია.

- შემოდგომაზე “ლოკომოტივი” ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ვინ გსურთ ჯგუფურ ეტაპზე?

- ჯერ კიდევ არ მიფიქრია ამაზე. მინდა ისეთ ჯგუფი შეგვხვდეს, სადაც შანსი გვექნება.

- თუ “ლივერპული” შეგხვდათ, სალაჰს როგორ გააჩერებთ?

- ჯერ შეგვხვდეს და ამაზე მერე ვიფიქრებთ.

- მაგრამ, რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს უკვე შეუძლიათ იფიქრონ (რუსეთი მუნდიალზე სალაჰის ეგვიპტეს დაუპირისპირდება – რედ)...

- დარწმუნებული ვარ, რუსეთის ნაკრები ჯგუფიდან ურუგვაისთან ერთად გავა. ამაში ეჭვი არ მეპარება.

- თქვენ “ლივერპულთან” “ენფილდზე” ითამაშეთ (“რუბინის” შემადგენლობაში ევროპა ლიგაზე – რედ). გაგიკვირდათ, რომ თითქმის იგივე გუნდი, სალაჰის გამოკლებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა?

- სალაჰის გარეშე, მაგრამ კოუტინიოსთან ერთად, რომელიც ახლა “ლივერპულში” არ თამაშობს. ჩვენ მაშინ ნამდვილად გაგვიმართლა. მეტოქემ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ჩვენ გავიტანეთ და თავდაცვაზე გადავედით – 1:1. ეს იყო საუკეთესო შედეგი “რუბინისთვის”. კარგი თამაში გახლდათ, მაგრამ განსაკუთრებით, “ენფილდ როუდის” ატმოსფერო. არასდროს დამავიწყდება როგორ მღეროდნენ ჰიმნს მატჩის დაწყებამდე.

- ვინ არის საუკეთესო ცენტრალური მცველი?

- რუსეთში ჯიქია, მსოფლიოში – სერხიო რამოსი. რატომ? ნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის მოედანზე, როგორ თამაშობს. რამდენჯერ გაიტანა გადამწყვეტი გოლი! ის საუკეთესო ფეხბურთელია და თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერი.

- ევროპაში წასვლა გინდათ? ზამთარში წერდნენ, რომ “ვესტ ბრომვიჩი” და “ლესტერი” ინტერესდებოდნენ. თუ იქნება ზარი ზაფხულშიც, წახვალთ?

- ჩემთვის არავის მოუმართავს. ეს უბრალოდ ჭორები იყო და ახლა სასაუბრო არაფერია.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:06 | 09.05.2018
ეშლი იანგი (6258)

ცხელ გულზე მეც გაბრაზებული ვიყავი ჯიქიაზე, მარა მის ადგილას წარმოიდგინეთ თავი. მთელი ცხოვრება რუსეთში აქვს გატარებული და ახლა რომ წარმოიდგინოს ქართველობა, ეს ცოტა რთულია. ქართველი არის მხოლოდ სისხლით, მარა დანარჩენი ყველაფერი რუსული აქვს. ასე იკარგებიან ქართველები.. ძალიან სამწუხაროა. საბას წარმატებები

20:10 | 25.05.2018
kobaSP (4272)

არც "სისხლით" არაა ეგ ქართველი. მხოლოდ გვარით. მე მესმის შენი რასაც ამბობ მეგობარო და დიდწილ გეთანხმები კიდეც. რა ვერ მიპატიებია როგორც ქართველ გულშემატკივარს ჯიქიასთვის- ესა მისი დაბალი დონის გამოხატვა. "მე ქართველი არ ვარ. არის ასეთი ხალხი- მეგრელები. მათ თავიანთი ენა აქვთ და ჩემი ფესვებიც იქიდანაა". აი ეს სირ..ული განცხადება. არ იცის? შესაძლოა. მაგრამ ეთნოსის ასე დაყოფა და თან განცალკევება რომც არ იცოდეს არ ეპატიება.

13:56 | 09.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

სურათი კარგია კლავანი მაგივრად სიამოვნებით ვნახავდი ლივერპულში კვირკველიას

11:04 | 09.05.2018
#lasha# (917)

აწრმატებები სლომონ წინ კიდევ დიდი თამაშები გელის

08:16 | 09.05.2018
ogafa (6803)

წარმატებები

06:41 | 09.05.2018
despe (2872)

ჯიქია საერთოდ რა ჯიშისაა?!

გარეგნულადაც არ ჰგავს აქაურს..

00:33 | 09.05.2018
NIKA..01 (231)

რუსეთი გავა ჯგუფიდან თუ მსაჯები მიეშველებიან.ჯიქია არის ნეტა "მშობლიურ" ნაკრებში?

23:30 | 08.05.2018
Gio Giorgi (44)

კაი ინტერვიუა ჯიქიას ეპიზოდის გარდა))

სოლომონა ზოგადად ძალიან მაღალი დონის მცველია მართლა გაქაჩავდა პრემიერლოგას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე

22:58 | 08.05.2018
O. Mertskhali (2076)

კაი ინტერვიუა

22:46 | 08.05.2018
LApaata (956)

სოლომონი ხომ არ იტყვის რუსეთში მე ვარო საუკეთესო ცენტრალური მცველიო? ჯიქია ამ სეზონში სოლომონის ნახევარიც რომ არ იყო ეს ფაქტია, რა იქნება მერე ამას ყველა ვნახავთ მომავალ წელს ლიგაზე. სოლომონ ახლა "ვრსტ ბრომვიჩი" ალბათ გავარდება და აღარც "ლესტერი" არა არის კაი ვარიანტი შენთვის. სიომასთან დარჩი თუნდაც ერთი სეზონი და უკეთესი იქნება შენთვის.

22:34 | 08.05.2018
laciosErtguli (3464)

საბამ არსადაც არ უნდა წავიდეს 1 სეზონი, ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე თან ითამაშებს და არა პროსტა განაცხადში იქნება, ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს თუ მართლა მაღალი დონის პრეტენზია აქ. რუსეთის ჩემპიონი გუნდის ძირითადის ფეხბურთელია ეს ცოტა არაა, მთავარი მწვრთნელი თვალდახუჭული ენდობა ეს მთავარია ფეხბურთელისთვის. 1 წლის მერე ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები უფრო დაღვინებული და გამოცდილი ფეხბურთელი უფრო მარტივად მოხვდება ძლიერი ჩემპიონატის გუნდში და თან "ვესიანი" იქნება არ ექნება იმდენი დასამტკიცებელი.

22:27 | 08.05.2018
კორბენ ტანჯული (11023)

რუსეთში ჯიქიაო, მსოფლიოში რამოსიო...
ორი მართლაც კარგი მცველი, რომლებიც საქართველოში რატომღაც პრ...ბად მიაჩნიათ

11:03 | 09.05.2018
#lasha# (917)

+++ )))

22:15 | 08.05.2018
giorealist (2038)

წარმატებები სოლომოს, მარა, რატო აძლევს მხარდაჭერას ჯიქიას, მაგ ღამურას, მაგ არაქართველს, საკუთარ თავში ვერ გარკვეულ ამებას? ამოჭერით "ჯიქია" სადაც შეგხვდებათ.. არ გვაინტერესებს მაგ ღრუსი ტიპი!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150057