ფეხბურთი

14:49 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “იტალიის თასის ფინალს “მილანის” მაისურით ვუყურებ”

კარლო ანჩელოტი იტალიის ჩემპიონატში დაბრუნებას არ გამორიცხავს. როგორც გამოცდილემა სპეციალისტმა თქვა, ამ ეტაპზე განსაკუთრებული შემოთავაზებები არ აქვს, მაგრამ სამშობლოში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

გარდა ამისა, დასძინა, რომ იტალიის თასის ფინალში “იუვენტუსის” წინააღმდეგ “მილანს” უგულშემატკივრებს.

“არჩევანი მაქვს და მინდა, რომ კლუბის მწვრთნელი ვიყო. არ მსურს შევიცვალო ჩემი სამსახური, ეს რთული გადაწყვეტილება იყო. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ შეიძლება ისევ უმუშევარი დავრჩე, რადგან განსაკუთრებული წინადადებები არ მაქვს.

თუმცა, ეს პრობლემა არაა. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ამის დრო მოვა. სიამოვნებით დავუბრუნდები სერია A-ს.

იტალიის თასის ფინალი? – “მილანის” მაისურს მოვირგებ და ამ შეხვედრას ასე ვუყურებ”, - აღნიშნა ანჩელოტიმ.

ბოლო პერიოდში კარლო ანჩელოტი არაერთ გუნდს დაუკავშირეს. “ჩელსი”, “არსენალი”, “იუვენტუსი”. გარდა ამისა, რეალურად განიხილებოდა მისი კანდიდატურა იტალიის ნაკრებში, მაგრამ სანაკრებო დონეზე ძალების მოსინჯვა თავად ანჩელოტის არ სურს.

0.109592