ფეხბურთი

13:12 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კომადან გამოვიდა და ოჯახის წევრებთან საუბარიც შეძლო.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, შოტლანდიელი სპეციალისტი ამ დროისთვის ისევ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, თუმცა ექიმები მის მდგომარეობას ოპტიმისტურად აფასებენ.

ალექს ფერგიუსონმა 5 მაისს ინსულტი გადაიტანა, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მედიკოსთა განცხადებით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და მკურნალობის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

0.112314