ავტოსპორტი

4:35 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალონსომ „ტოიოტას“ პროტოტიპით სპას 6 საათი მოიგო

ფერნანდო ალონსომ ლე მანის 24-საათიან რბოლაში დებიუტის წინ, სერიოზული გამოცდა ჩააბარა - ბელგიის სპა ფრანკორშანზე გამართულ 6-საათიან რბოლაში გაიმარჯვა. ის შვეიცარიელ სებასტიან ბუემისთან და იაპონელ კაზუკი ნაკაძიმასთან ერთად, „ტოიოტას“ LMP1 კლასის პროტოტიპ TS050-ით ასპარეზობდა, რომლითაც ლე მანზეც მიიღებს მონაწილეობას.

ალონსომ ფინიშთან 1.4 წამით მიასწრო „ტოიოტას“ მეორე ეკიპაჟს და 2013 წლის ესპანთის დიდი პრიზის შემდეგ, რომელიც „ფერარისთან“ ერთად მოიგო, პირველი დიდი გამარჯვება იზეიმა. ცნობისათვის, ლე მანის გარდა, ალონსო გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატშიც ასპარეზობს. პარელელურად კი, „მაკლარენთან“ ერთად, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატშიც აგრძელებს გამოსვლას.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მონდომების წყალობით, ფორმულა 1-ის და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპები ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს კი ალონსოს ორივე ჩემპიონატში გამოსვლის უნიკალურ საშუალებას აძლევს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მან ინდი 500-ზეც იასპარეზა, ოღონდ ამისათვის ფ1-ის კანადური ეტაპის გამოტოვება დასჭირდა.

ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონს სურს, რომ თავისი კარიერა ლე მანსა და ინდი 500-ზე გამარჯვებებითაც გაამდიდროს და სამმაგი გვირგვინის მფლობელი გახდეს.

გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი ლე მანის 24 საათია, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება. LMP1 კლასიდან „პორშეს“ და „აუდის“ წასვლის შემდეგ, „ტოიოტას“ საქარხნო გუნდი უდაო ფავორიტი გახდა. მის გარდა ამ კლასში ოთხი კერძო გუნდის ეკიპჟებიც იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108839