ფეხბურთი

0:30 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“კიოლნმა” ძირითადი მეკარე შეინარჩუნა

ბუნდესლიგიდან გავარდნილი “კიოლნი” წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებას ახერხებს. გასულ კვირას გაუწყეთ, რომ “თხებთან” გერმანიის ნაკრების მცველმა იონას ჰექტორმა ახალი კონტრაქტი გააფორმა.

27 წლის მცველის გზას დაადგა “კიოლნის” ძირითადი მეკარე ტიმო ჰორნი, რომელმაც მშობლიურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგძლივა.

ჰორნი “კიოლნის” ძირითად გუნდში 2012 წლიდან თამაშობს და 204 მატჩი აქვს ჩატარებული. 24 წლის კიპერმა 2016 წელს გერმანიის ოლიმპიურ ნაკრებში 6-ჯერ ითამაშა.

თეგებიბუნდესლიგა
0.124464