ფეხბურთი

19:30 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნილ უორნოკის მიღწევა: მერვედ უფრო მაღალ დივიზიონში

ნილ უორნოკი პირველი მწვრთნელი გახდა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც მერვედ მოახერხა საკუთარი კლუბის უფრო მაღალ დივიზიონში გადაყვანა.

“კარდიფმა” კვირას შინ “რედინგს” ვერ მოუგო (0:0), თუმცა მათთვის საბედნიეროდ, “ფულჰემი” გასვლაზე “ბირმინგემთან” დამარცხდა და უელსური კლუბი მე-2 ადგილით, 4-წლიანი პაუზის შემდგომ პრემიერლიგას დაუბრუნდა.

რაც შეეხება უორნოკის სხვა მიღწევებს, პირველად 1986/1987 წლების სეზონში “სკარბოროს” მოაგებინა საფეხბურთო კონფერენცია და რანგით უფრო მაღალ დივიზიონში გადაიყვანა. 1989/1990 წლების სეზონში “ნოთსი ქაუნთან” ერთად მესამე დივიზიონიდან მეორეში გადასვლა, ხოლო მომავალ სეზონში უმაღლეს დივიზიონში დაწინაურება მოახერხა.

1994/1995 წლებში “ჰადერფილდთან” ერთად მეორე დიზიონიდან (ნომინალურად მესამედან, პრემიერლიგის და პირველი დივიზიონის შემდგომ) პირველში დაწინაურება, 1995/1996 წლებში “პლიმუთი” გადაიყვანა მესამედან მეორე დივიზიონში, 2005/2006 წლებში კი “შეფილდ იუნაიტედი” პრემიერლიგაში ააღზევა, ისევე როგორც ქპრ 2010-2011 წლებში.

68 წლის სპეციალისტმა დეივი ბასეტის, გრემ ტეილორის და ჯიმ სმიტის მიღწევა გააუმჯობესა, რომელთაც ანალოგიური წარმატებისთვის შვიდჯერ აქვთ მიღწეული.

0.111832