სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

23:00 | 6.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორი წაგებული ფინალი და ევროპირველობა ოქროს გარეშე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი 6 მედლით ჩაამთავრა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილისა (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძის (97 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოებს, დღეს თავისი წილი მედლები მიუმატეს ბექა ლომთაძემ (61 კგ), სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ). ლომთაძემ და პეტრიაშვილმა ფინალში იჭიდავეს და პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ორივეს გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა, ხოლო ამინაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

კასპიისკის ხალიჩაზე ბექა ლომთაძემ ფინალის გზაზე ორი მეტოქე ჩამოიშორა – რუმინელი ივან გუიდეა (11:0) და აზერბაიჯანელი მირჯალალ ჰასან ზადა (12:0). ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ჰაჯიმურატ რაშიდოვთან 1:4 დამარცხდა. ლომთაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორედ წააგო. პირველად 2015 წელს დაეუფლა ვერცხლს. 2016 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე დააკლდა ასევე ერთადერთი ნაბიჯი.

ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულად, მძიმეწონოსნების ფინალით დაგვირგვინდა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი კარგად ნაცნობ მეტოქეს - ოლიმპიურ, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის აწ უკვე 6-გზის ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა. მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში სწორედ ამ მძიმეწონოსნებმა იჭიდავეს ოქროს მედლისთვის და ტიტულს პეტრიაშვილი დაეუფლა. ამჯერად კი დაძაბულ ბრძოლაში საწადელს აკგულმა მიაღწია – 2:1.

ფინალამდე გენო პეტრიაშვილმა ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი (11:0) და პოლონელი რობერტ ბარანი (10:0) დაამარცხა.

სანდრო ამინაშვილმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ევროპის სამგზის პრიზიორთან – აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან წაგებით (0:6). იქამდე ამინაშვილმა უკრაინის ნაკრების წევრი მრაზ ჯაფარიანი (9:2) და შვეიცარიელი შტეფან რეიხმუტი (4:0) ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი გერმანიის სახელით მოჭიდავე ახმედ დუდაროვს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა (4:4), მაგრამ ბოლო ილეთის ხარჯზე იმარჯვა.

საპრიზო სამეულში მოხვედრა ირაკლი მწითურსაც (92 კგ) შეეძლო, რომ არა რეპეშაჟის ფინალში, უკრაინელ კირილო მიეშკოვთან შეხვედრის ბოლო წამზე გაშვებული ქულა. ამ ილეთით მიეშკოვმა ანგარიში 6:6 გახადა და სამეულიც გაინაღდა. მწითური კი მეხუთე ადგილზე გავიდა.

"ბრინჯაოს ფინალში” ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალიდან გადაერთო, სადაც ოლიმპიურ, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის აწ უკვე 3-გზის ჩემპიონთან - რუსეთის ნაკრების წევრ აბდულრაშიდ სადულაევთან ვერას გახდა (2:12). იქამდე მწითურმა ბელარუს ივან იანკუსკის (4:4) და სომეხ შამირ ატიანს (3:0) სძლია.

დღესვე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 74 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ავთანდილ კენჭაძე ჩაება, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონთან, იტალიის ნაკრების წევრ ფრანკ ჩამიზო მარკესთან (4:9). ეს უკანასკნელი ფინალამდე ვერ მივიდა და კენჭაძეს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112054
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X