ფეხბურთი

18:58 | 6.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მილინკოვიჩ-სავიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება

სერბეთის ეროვნული ნაკრების და რომის "ლაციოს" ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა. როგორც The Sun-ი იუწყება, ინგლისურმა და იტალიურმა კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ინგლისური მედიასაშუალების ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებს" ტრანსფერი 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ და სერგეი პოლ პოგბას (89£) შემდეგ კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

მილინკოვიჩ-სავიჩი "ლაციომ" 2015 წელს "გენკიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 45 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, მიმდინარე სათამაშო წელს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონიდან 70 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118909