ფეხბურთი

0:35 | 6.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემმა” ოთხეული გაირთულა

ცეცხლს ეთამაშება “ტოტენჰემი”. თუ რამდენიმე ტურის წინ, ზედა ოთხეულის კლუბების ვინაობა ფაქტობრივად გარკვეული იყო, ახლა ასე აღარაა და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა დაიძაბა.

“დეზები” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩს” დაუპირისპირდნენ, მთელი თამაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და ბევრი მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ საკუთარი შანსების გამოყენება ვერ შეძლეს, მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე კი, “ბულბულებმა” კუთხური მოაწოდეს, საჯარიმოში ჯეკ ლივერმორმა იყოჩაღა და მასპინძლებმა მთელი მატჩის განმავლობაში განხორციელებული პირველივე ზუსტი დარტყმა, გოლად აქციეს – 1:0.

“ტოტენჰემი” 71 ქულით მე-4 ადგილზეა, მის წინ მყოფი “ლივერპული” ლონდონურ კლუბს ქულით ჯობნის, ხოლო მე-5 პოზიციაზე მოთავსებულ “ჩელსის” 66 ქულა აქვს, თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, ვიდრე კონკურენტებს. აღსანიშნავია, რომ მომავალ ტურში “ჩელსი” “ლივერპულს” უმასპინძლებს.

“ვესტ ბრომვიჩმა” ძალიან გვიან გამოიღვიძა. “ბულბულებმა” ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგეს და 1 ფრედ ითამაშეს. თანაც, “მანჩესტერ იუნაიტედს” და “ნიუკალს” გასვლაზე მოუგეს, ხოლო “ლივერპულთან” შინ ქულას გამორჩნენ, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელი 4 თამაში არ კმარა და “ვესტ ბრომვიჩი” უდიდესი ალბათობით ჩემპიონშიფში გავარდება.

პრემიერლიგიდან ოფიციალურად გავარდა “სტოკი”, რომელმაც პირველი ტაიმი შაქირის გოლით მოუგო “კრისტალ პალასს”, მაგრამ მეორე ნახევარში ორი უპასუხო ბურთი გაუშვა და ელიტას მინიმუმ ერთი სეზონით დაემშვიდობა, ხოლო “არწივებმა” ამ გამარჯვებით დარჩენა გაინაღდეს.

მესამე უიღბლოს ვინაობა “საუთჰემპტონს”, “სუონსის” და “ჰადერსფილდს” შორის უნდა გაირკვეს. “სუონსი” გასვლაზე “ბორნმუთთან” დამარცხდა, რომელიც ამ მოგებით პრემიერლიგაში ოფიციალურად დარჩა, “ჰადერსფილდი” დღეს ითამაშებს “მანჩესტერ სიტისთან”, ხოლო “საუთჰემპტონს” ძალიან არ გაუმართლა და ნეიტრალურ გულშემატკივარს ნამდვილად მაგრად შეეცოდებოდა: უმოტივაციო “ევერტონს” სტუმრად მე-6 დამატებულ წუთამდე უგებდა, თანაც ამ დროისთვის, იოშიდას გაძევების გამო 10 კაცით იყო, რა დროსაც ტომ დევისის დარტყმული მცველს მოხვდა და ბურთი მაკკარტის კარში აღმოჩნდა – 1:1. "სუონსის" და "საუთჰემპტონს" 33 ქულა აქვთ, "ჰადერსფილდს" - 35. მომდევნო თამაშში "სუონსი" "ლიბერთი სთედიუმზე" "საუთჰემპტონს" მიიღებს.

ძალიან საჭირო 3 ქულა მოიპოვა “ვესტ ჰემმაც”, რომელმაც გასვლაზე “ლესტერს” მოუგო, ხოლო “უოტფორდმა” “ნიუკასლის” ძლევით გაიფორმა უძლიერესთა შორის დარჩენა.

სტოკი – კრისტალ პალასი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 შაქირი (43), 1:1 მაკარტური (68), 1:2 ვან აანჰოლტი (86)

ბორნმუთი – სუონსი 1:0 (1:0)

გოლი: ფრეისერი (37)

ლესტერი – ვესტ ჰემი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჟ.მარიო (34), 0:2 ნობლი (64)

უოტფორდი – ნიუკასლი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 პერეირა (2), 2:0 გრეი (28), 2:1 ა.პერესი (55)

დენიმ (უ) 39-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა

ვესტ ბრომვიჩი – ტოტენჰემი 1:0 (0:0)

გოლი: ლივერმორი (93)

ევერტონი – საუთჰემპტონი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 რედმონდი (56), 1:1 ტ.დევისი (96)
გაძევება: იოშიდა (85 ს.)

ნიუკასლი   3 - 0    ჩელსი

შემადგენლობა

მოვლენები

ლივერპული   4 - 0    ბრაიტონი

შემადგენლობა

მოვლენები

საუთჰემპტონი   0 - 1    სიტი

შემადგენლობა

მოვლენები

ტოტენჰემი   5 - 4    ლესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

მანჩესტერი   1 - 0    უოტფორდი

შემადგენლობა

მოვლენები

სუონსი   1 - 2    სტოკი

შემადგენლობა

მოვლენები

ვესტ ჰემი   3 - 1    ევერტონი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰადერსფილდი   0 - 1    არსენალი

შემადგენლობა

მოვლენები

კრ. პალასი   2 - 0    ვესტ ბრომვიჩი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარნლი   1 - 2    ბორნმუთი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.230214