ფეხბურთი

18:30 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" კვლავ დამაჯერებელია

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრე (მეათე ტური) ლიდერმა გახსნა. “საბურთალო” თბილისში ბოლნისის “სიონთან” სტუმრის რანგში წარსდგა და გამარჯვება არ გასჭირვებია. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც ჩანს, პირველ ადგილთან შელევას სულაც არ აპირებს.

საბურთალოელებმა ამჯერზე გიორგი კოხრეიძის დუბლით მიაღწიეს საწადელს. ახალგაზრდა ფორვარდმა 6-წუთიან ინტერვალში შეძლო ორი გოლის გატანა და მატჩის ბედის გადაწყვეტა.

ჯერ რეხვიაშვილის პასი შეირგო და დაუცველ კარში არ გასჭირვებია გატანა, მერე კი, თორნიკე გორგიაშვილის ჩინებული მოქმედება დააფასა და გამოზომილი დარტყმით სხვაობა გაზარდა. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს საბოლოო ანგარიში იყო.

“საბურთალომ” 24 ქულა დააგროვა და ლიდერობას მეათე ტურის დასრულების შემდეგ უსათუოდ შეინარჩუნებს. “სიონის” მთავარი მიზანი კი მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში დარჩენა იქნება. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ამ დროისთვის 7 ქულით მერვე ადგილზეა. სხვათა შორის, ეს გახლდათ ბოლნისელთა ზედიზედ მეოთხე მარცხი...

“სიონი” – “საბურთალო” 0:2 (0:2)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“სიონი” (4-2-3-1): მუჯრიშვილი; მინდორაშვილი, თომაშვილი, გურეშიძე, ხმალაძე; სიხარულია (ლეჟავა 46), ქიქავა; ჭეიშვილი (კოშკაძე 56), მიქაბერიძე (უგუგლავა 83), გაფრინდაშვილი; დვალი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

“საბურთალო” (4-3-3): კუპატაძე; იაშვილი (ლაკვეხელიანი 60), მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე; ვაგნერი (გოშთელიანი 65), ტერა (ალთუნაშვილი 78), გორგიაშვილი; დიასამიძე, კოხრეიძე, გვარაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 0:1 კოხრეიძე (33), 0:2 კოხრეიძე (39)

გაფრთხილება: ვაგნერი (28), ჩაბრაძე (60)

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164785