ფეხბურთი

17:52 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯერარდი "რეინჯერსის" მწვრთნელია

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი შოტლანდიური “რეინჯერის” მთავარი მწვრთნელია. როგორც გლაზგოელთა ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებს შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“ჩემთვის საპატიოა “რეინჯერსის” მწვრთნელობა. პატივს ვცემ ამ გუნდს, მის ისტორიასა და ტრადიციებს. ერთი სული მაქვს, რომ ეს დიდი გამოწვევა დაიწყოს. მინდა, რომ ბევრი ტიტული მოვიგოთ, როგორც “რეინჯერსს” შეეფერება”, - განაცხადა ჯერარდმა.

სტივენ ჯერარდისთვის “რეინჯერსი” პირველი სამწვრთნელო გამოცდილებაა. აქამდე “ლივერპულის” ექსფეხბურთელი მხოლოდ და მხოლოდ “წითლების” 18-წლამდე გუნდში მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114832