ფეხბურთი

22:58 | 3.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მზადაა ერიქსენში 100 მილიონი გადაიხადოს

დანიის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა კარიერა "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელოს. როგორც Daily Express-ი იუწყება, პსჟ-ს ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებას აპირებს და მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

ჯერჯერობით უცნობია ინგლისური კლუბის პოზიცია აღნიშნულ ტრანსფერზე. ერიკსენი "მამლებმა" 2013 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" დაიმატეს. მიმდინარე სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40-დან 70 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115842