ფეხბურთი

21:30 | 3.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვერატიმ ოპერაცია გაიკეთა

იტალიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ფეხის ოპერაცია გაიკეთა. როგორც პარიზული გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი მომავალ სეზონს საუკეთესო ფორმაში შეხვდება.

ვერატიმ მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიელი ფეხბურთელი ლიგა 1-ის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

0.151592