ფეხბურთი

20:11 | 3.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო თუ კრიშტიანუ? - მოურინიოს არჩევანი

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კრიშტიანუ რონალდუ და რონალდო ერთმანეთს შეადარა. პოტუგალიელის განცხადებით, ბრაზილიელი უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი გახლდათ.

“რონალდო თუ კრიშტიანუ? – “ფენომენი” საუკეთესოა. მსგავსი არავინ მინახავს. მისი საუკეთესო სეზონი “ბარსელონაში” იყო (1996-1997), როდესაც ბობი რობსონი მას მამასავით ექცეოდა”, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რონალდოს “ბარსელონაში” თამაშის დროს ჟოზე მოურინიო ბობი რობსონის თანაშამწედ მუშაობდა.

Loading...
0.113027