ფეხბურთი

20:37 | 3.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო კოვაჩმა "ბაიერნისთვის" დიბალა მოითხოვა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდეს. Bild-ის ინფორმაციით, “რეკორდმაისტერის” მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მიუნხენში დიბალას გადაბარგება დაავალა კლუბის ხელმძღვანელობას.

“ბაიერნი” მზადაა არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს. ჯერჯერობით, იტალიური მხარის პასუხი უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ დიბალა არცთუ დიდი ხნის წინ მადრიდის “ატლეტიკოსაც” აქტიურად დაუკავშირეს. მასსა და “იუვენტუსს” შორის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098763