ფეხბურთი

15:29 | 2.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “მესამე ფინალი – სიგიჟეა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა “ბაიერნთან” (2:2) მატჩი შეაფასა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ ფინალში გასვლა დაიმსახურა.

“ზედიზედ მესამე ფინალი ეს სიგიჟეა. მაგრამ “ბაიერნთან” მეორე მატჩში ძალიან ვინერვიულეთ, თავიდან ცუდად დავიწყეთ, მეორე ნაწილში კი ბევრად უკეთ ვითამაშეთ. ჩვენ ფინალში გავედით მას შემდეგ, რაც ისეთი ძლიერი გუნდები დავამარცხეთ, როგორებიც “იუვენტუსი”, პსჟ და “ბაიერნია”. ბრავო ყველას, ნავასიდან ბენზემამდე. მან დაიმსახურა ასეთი საღამო.

“რომა”? – ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ვფიქრობ, ფინალში გასვლა ამ გუნდს შეუძლია”, - აღნიშნა ზიდანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11582