ფეხბურთი

13:19 | 2.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალი “რეალის” ფეხბურთელებს: “თაგვები”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა “რეალთან” მოედანზე დაპირისპირება ტრავმის გამო ვერ მოახერხა, მაგრამ სოციალურ ქსელში იაქტიურა.

ჩილელმა ნახევარმცველმა არდანიშნულ პენალტზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

“კიდევ ერთხელ, პენალტი ნაგავო!”, - დაწერა ვიდალმა.

ჩილელმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი პოსტი მატჩის დასრულების შემდეგ განათავსა სოციალურ ქსელში. “რეალის” ფეხბუთელების ფოტო ერთი სიტყვით დაასათაურა: “თაგვები”!

შეგახსენებთ, “ბაიერნი” “რეალთან” ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.179042