კალათბურთი

11:54 | 2.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარი პარკეტს 28 ქულით დაუბრუნდა, “მეფემ” კანადაში გაიბრწყინა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

კანადაში, “ტორონტო” “კლივლენდს” დაუპირისპირდა. “ტორონტომ” მატჩი კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 14 ქულით მოიგო. მეორე პრიოდში “კლივლენდმა” სხვაობა შეამცირა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. ასე იყო მესამე მეოთხედშიც, “ტორონტო” რამდენიმე ქულით, სულ წინ იყო და თითქოს “კავალიერსი” უშანსოდ გამოიყურებოდა. თუმცა მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსმა 2-ქულიანი ჩააგდო და მთლიან შეხვედრაში ანგარიში პირველად გაათანაბრა 105:105. კანადელებმა ბოლო წამზე შეუტიეს ბურთი სამჯერ გადაგზავნეს კალათისკენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. საბოლოოდ ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც “კლივლენდს” სროლა უფრო წაუვიდა და სტარტზევე ორი სამქულიანი ჩააგდეს. საბოლოოდ, კანადელებმა 112:113 წააგეს (VIDEO). ბოლო წამზე “ტორონტოს” კვლავ ჰქონდა მოგების შანსი, თუმცა ბურთი კალათში ისევ არ ჩაეშვა. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა, 13 პასი და 11 მოხსნა, რაც “მეფისთვის” 26-ე საპლეიოფო სამმაგი დუბლია. ამ მაჩვენებელში ლებრონს, მხოლოდ მეჯიქ ჯონსონი უსწრებს, რომელსაც 30 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული. “ტორონტოში” 22 ქულით დემარ დეროზანი გამოირჩა. სერიას “კლივლენდი” 1:0-ს იგებს.

“გოლდენ სტეიტმა” შინ “ნიუ ორლეანი” 121:116 დაამარცხა (VIDEO). თავიდან ნიუ ორლეანელები დაწინაურდნენ, მაგრამ მესამე პერიოდის ბოლოს ოკლენდელებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და მთლიანი მეოთხე პერიოდი სიტუაციას აკონტროლებდნენ. პარკეტს დაუბრუნდა სტეფ კარი, რომელმაც მიმდინარე სეზონის პლეი ოფში პირველი შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ ნაყოფიერიც (28 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა). დურანტს 29 ქულა ჰქონდა. ენტონი დევისი 25 ქულით, 15 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა.

სამწუხაროდ, სტივ კერიმ ზაზა ფაჩულია ისევ არ ათამაშა.

სერიას "გოლდენ სტეიტი” 2:0-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა უკვე ნიუ ორლეანში 5 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133039