სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:30 | 2.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" სასწაულის, "ლივერპული" ფინალის მოლოდინში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. გუნდი, რომელიც 26 მაისს, კიევში მადრიდის „რეალის“ პირისპირ წარსდგება. ამჟამინდელი გამოდსახედიდან „ლივერპული“ აშკარა ფავორიტია, რადგან ინგლისში 5:2 მოიგო.

თუმცა, „რომამ“ ანალოგიური სიტუაციიდან თავის დაღწევა ჯერ კიდევ მეოთხედფინალში მოახერხა და ალხა მეორე სასწაულის მოხდენით იქადნება.

რომში ბრუნდება მოჰამედ სალაჰი, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და პირველი შეხვედრის გმირიც იყო. ისე კი, იურგენ კლოპის გუნდს ტრავმების ეპიდემია აწუხებს და ამ მიზეზით ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ემრე ჯანი, მატიპი და გომესი ვერ ითამაშებენ.

მასპინძლები კი, დეფრელს, პეროტის, კარსდორპსა და სტროტმანს მოისაკლისებენ.

ეუსებიო დი ფრანჩესკო („რომას“ მთავარი მწვრთნელი): „თუ ქამბექი გვინდა, მაშინ ყველაფერი უნდა გავიღოთ ამისთვის. ნამდვილად დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს. ჩვენ ამის გვჯერა - ამ მენტალიტეტით, გულშემატკივრებით და ვნებით კიდევ ერთი სასწაულის გაკეთება შეგვიძლია. მე კმაყოფილი ვარ, რომ აქამდე მოვედით, მაგრამ ჩვენი ამბიცია კიევში თამაშია“.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ აქ ვართ და ვიბრძოლებთ ჩვენი ოცნებისთვის. „რომას“ 3:0 მოგება აწყობს, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არაა. მოედანზე ჩვენც ვიქნებით და გასახდელში დარჩენას არ ვაპირებთ. „ლივერპულის“ ისტორია რომში შესანიშნავია, რადგან აქ თასი აქვს მოგებული. ეს იქნება ულამაზეს სტადიონზე დიდებული თამაში, საოცარ ქალაქში ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. თუ ფინალში თამაში გვინდა მამაცები უნდა ვიყოთ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

2 მაისი, 22:45 საათი

„რომა“ (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, პელეგრინი; შიკი, ჯეკო, ელ შაარავი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„ლივერპული“ (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“ლივერპული” და “რომა” ჩემპიონთა თასის ფინალის მოგონებებით ცხოვრობენ. 1983-1984 წლების სეზონში ინგლისელებმა იტალიელები მისსავე მოედანზე პენალტების სერიაში დაამარცხეს.

“ლივერპულისთვის” ეს იქნება მეათე ნახევაფინალი, ხოლო 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ პირველი.

“რომას” კი ამავე ეტაპზე აქამდე ერთხელ უთამაშია. ეს ხსენებულ 1984 წელს მოხდა და ფინალში გასვლა მოახერხა.

ურთიერთშეხვედრები

“ლივერპულისა” და “რომას” გზები აქამდე 5-ჯერ გადაკვეთილა. ყველაზე ცნობილი რა თქმა უნდა, 1984 წლის ჩემპიონთა თასის ფინალია. მაშინ, რომის ოლიმპიურ სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-14 წუთზე ფილ ნილმა გაიტანა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს რობერტო პრუცომ გაათანაბრა. იმ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც “წითლებმა” აჯობეს მეტოქეს. რომაელთაგან პენალტები გუნდის ლიდერებმა ბრუნო კონტიმ და ფრანჩესკო გრაციანიმ ვერ გაიტანეს. ალან კენედის ზუსტმა დარტყმამ კი, ევროპის უძლიერესი გუნდის სახელი “ლივერპულს” მოუტანა.

1984 წლის 30 მაისს, რომში გუნდებმა შემდეგი შემადგნელობით ითამაშეს:

რომა”: ტანკრედი, ნაპი, ნელა, რიგეტი, ბონეტი, ჩერეზო (სტრუკელი 55), დი ბარტოლომეი, ფალკაო, კონტი, პრუცო (ჩიერიკო 63), გრაციანი

ლივერპული”: გრობელაარი, ნილი, ლაწრენსონი, ჰანსენი, კენედი, ჯონსტონი (ნიკოლი 69), ლი, საუნესი, უელანი, დალგლიში (რობინსონი 93), რაში

2000-2001 წლების სეზონში ერთადერთი შემთხევა იყო, როდესაც ამ გუნდების გზები ევროსარბიელის პლეი-ოფში გადაიკვეთა. ეს უეფას თასის მეოთხე ეტაპზე მოხდა. მაშინ, მაიკლ ოუენმა რომში დუბლი შეასრულა და ინგლისელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს, ხოლო მერე “ენფილდ როუდზე” ჯანი გიგუს გოლით “ჯალოროსიმ” მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. საერთოდაც, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც “რომამ” “ლივერპული” დაამარცხა.

2001 წლის 15 თებერვალს, “ოლიმპიკოზე” გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

რომა”: ანტონიოლი, კაფუ, სამუელი, რინალდი, მანგონე, კანდელა, ნაკატა (ასუნსაო 51), ემერსონი, ტომაზი (ბატისტუტა 66), დელვეკიო (გიგუ 82), მონტელა

„ლივერპული“: ვესტერველდი, ბაბელი, ენჩო, ჰიიპია, კარაგერი, ჰამანი, მაკალისტერი, ციგე (შმიცერი 74), ფაულერი, ოუენი (ლიტმანენი 80), ჰესკი

ბოლო დაპირისპირება კი, 2001-2002 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც გუნდების გზა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. რომში გოლი არ გასულა, ხოლო ინგლისში მასპინძლებმა იარი ლიტმანენისა და ემილ ჰესკის გოლებით მოიგეს. ამ გამარჯვებით მაშინ “ლივერპული” მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო “რომა” ჯგუფში ჩარჩა.

2001 წლის 5 დეკემბერს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

რომა”: ანტონიოლი, ძებინა, სამუელი, ალდაირი, გიგუ (ასუნსაო 46), ტომაზი (ფუზერი 78), ემერსონი, ლიმა, კანდელა, ტოტი, ბატისტუტა

„ლივერპული“: დუდეკი, კარაგერი, ენჩო, ჰიიპია, რიისე, ჯერარდი (ბისჩანი 84), ჰამანი, მერფი (ბერგერი 61), შმიცერი (მაკალისტერი 63), ოუენი, ჰესკი

ედინ ჯეკომ და მოჰამედ სალაჰმა 2016 წელს ამ გუნდების ამხანაგურ მატჩში გაიტანეს და “რომა” 2:1 მოიგო. სალაჰი დღეს “ლივერპულის” უპირობო ლიდერია. “ჯალოროსიმ” 2014 წელს ბოსტონში კიდევ ერთი სპარინგი მოიგო 1:0, ხოლო 2004 წელს “ლივერპულმა” 2:1 გაიმარჯვა ასევე ამხანაგურ შეხვედრაში (აშშ-ში).

სტატისტიკა

რომა

“რომას” ნახევარფინალში ერთადერთხელ უთამაშია და 1984 წელს შოტლანდიური “დანდი იუნაიტედი” ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა (0:2, 3:0).

“რომამ” პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებს საწყისი სამი დუელიდან სამივე მოუგო, მაგრამ ბოლო 6 დაპირისპირება წააგო. მათ შორის, 2009 წელს, მერვედფინალში “არსენალთან” პენალტების სერიაში (0:1, 1:0, პენალტების სერიაში 3:4).

“ჯალოროსიმ” მიმდინარე სეზონში ინგლისში უკვე ითამაშა. “ჩელსისთან” 0:2 აგებდა, შემდეგ 3:2 იგებდა და საბოლოოდ ფრეს გამორჩა (3:3). ბოლო სამი მატჩი ინგლისში კი, ყვე ფრედ დასრულდა.

“რომას” ბალანსი ინგლისურ გუნდებთან საკუთარ მოედანზე: 9 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

„ჯალოროსის“ ინგლისურ გუნდებთან ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან 4 აქვს მოგებული. ერთადერთი მარცხი 2014-2015 წლების სეზონში „სიტისთან“ განიცადა (0:2).

“რომა” მიმდინარე სეზონის ერთადერთი ნახევარფინალისტია, რომელმაც მეოთხედფინალის პირველი მატჩი წააგო (1:4 “ბარსელონასთან”, შინ 3:0 მოიგო) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

“რომას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 26 მატჩში 6 მოგება აქვს (8 ფრე, 12 წაგება), მაგრმა ბოლო 9 შეხვედრიდან ხუთში მიაღწია წარმატებას.

„რომას“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუშვია.

„რომა“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 3 წაგება

2008-2009, ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი. „არსენალი“ (6:7)

1986-1987, თასების თასი, პირველი ეტაპი. „სარაგოსა“ (3:4)

1983-1984, ჩემპიონთა თასი, ფინალი. „ლივერპული“ (3:4)

1982-1983, უეფას თასი, მეორე ეტაპი. „ნორჩეპინგი“ (4:2)

ლივერპული

“ლივერპულის” ბალანსი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში: 7 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 2 გამოთიშვა.

“ლივერპულს” ბოლო სამი ხანხევარფინალი ინგლისური გუნდის და კერძოდ, “ჩელსის” წინააღმდეგ აქვს ჩატარებული. ეს იქნება პირველი ნახევარფინალური მატჩი არაინგლისური გუნდის წინააღმდეგ 1985 წლის შემდეგ.

“ლივერპულის” ბალანსი იტალიურ გუნდებთან პლეი-ოფში: 4 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 2 გამოთიშვა. ბოლოს ასეთი რამ 2008 წელს მოხდა, როდესაც “ლივერმა” “ინტერი” დაამარცხა (2:0, 1:0).

“ლივერპულის” ბალანსი იტალიური გუნდების წინააღმდეგ: 9 მოგება, 5 ფრე, 11 წაგება. ეს იქნება პირველი მატჩი აპენინელებთან 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ინგლისელები “უდინეზეს” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. მაშინ ალბიონზე “უდინეზემ” 3:2 მოიგო, ხოლო იტალიაში სტუმრებმა ჯორდან ჰენდერსონის ერთადერთი გოლით.

“ლივერპულს” უეფას ტურნირებში იტალიური გუნდების წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია და მოუგებელია: 0 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. აღსანიშნავია, რომ ორივე ფრის შემთხვევაში თასი “ლივერპულმა” მოიგო. ჯერ “რომასთან” (1:1 და პენალტებში 4:2), შემდეგ კი “მილანთან” (3:3 და პენალტებში 3:2). 1985 წელს, “ლივერპულმა” ჯერ ჩემპიონთა თასის ფინალში წააგო “იუვენტუსთან”, მერე კი, ევროპის სუპერთასზე. ხოლო 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მილანთან” დამარცხდა.

მიმდინარე გათამაშებაში იურგენ კლოპის გუნდს არც შინ წაუგია და არც სტუმრად.

„ლივერპულმა“ 30-ჯერ მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი თამაში საკუთარ მოედანზე მოიგო, ხოლო ხუთჯერ ტურნირს გამოეთიშა.

„ლივერპული“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 1 წაგება

2014-2015, ევროპა ლიგა, 1/16 ფინალი. „ბეშიქთაში“ (4:5)

2006-2007, ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი. „ჩელსი“ (4:1)

2004-2005, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი. „მილანი“ (3:2)

1983-1984, ჩემპიონთა თასი, ფინალი. „რომა“ (4:2)

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

მოჰამედ სალაჰი “რომაში” 2015-2017 წლებში თამაშობდა და 29 გოლი გაიტანა. “ლივერპულის” რიგებში კი ეგვიპტელი შეუჩერებელია და მხოლოდ პრემიერლიგაში უკვე მოასწრო 30 გოლის გატანა.

სალაჰი 2014-2015 წლების სეზონში “ფიორენტინაში” თამაშობდა, მაგრამ “რომას” წინააღმდეგ არ უთამაშია.

ედინ ჯეკოს “სიტის” მაისურით “ლივერპულის” კარში 3 გოლი აქვს გატანილი (11 მატჩში).

ფედერიკო ფაციო (“ტოტენჰემი” 2014-2016) და ალექსანდრ კოლაროვი (“სიტი” 2010-2017) პრემიერლიგაში თამაშობდნენ.

ედინ ჯეკო “სიტის” ფეხბურთელი იყო, როდესაც იურგენ კლოპის “დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა (0:1, 1:1).

იმავე ჯეკოს 5 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი კლოპის “დორტმუნდისთვის” “ვოლფსბურგის” მაისურით.

დანიელე დე როსის იტალიამ ევრო 2012-ის მეოთხედფინალში ჯეიმს მილნერისა და ჯორდან ჰენდერსონის ინგლისი დაამარცხა.

იმავე დე როსის იტალიამ კი 2014 წლის მუნდიალზე ინგლისს, რომლის რიგებში ჰენდერსონი და ადამ ლალანა ირჯებოდნენ 2:1 მოუგო.

ჰენდერსონი, ლალანა და ოქსლედ-ჩემბერლენი დაუპირისპირდნენ ლორენცო პელეგრინის 27 მარტს, ინგლისისა და იტალიის ამხანაგურ მატჩში, რომელიც “უემბლიზე” 1:1 დასრულდა.

2016 წლის სექტემბერში ჯეკომ რაგნარ კლავანის ესტონეთს გოლი გაუტანა და ბოსნიამ 5:0 მოიგო.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

სიმონ მინოლე და რაჯა ნაინგოლანი (ბელგია)

რობერტო ფირმინო და ალისონი (ბრაზილია)

ვირჯილ ვან დეიკი, ჟორჟინიო ვეინალდუმი და კევინ სტროტმანი, რიკ კარსდორპი (ჰოლანდია)

ერთად უთამაშიათ:

ჟირჟინიო ვეინალდუმი და კევინ სტროტმანი (პსვ ეინდჰოვენი, 2011-2013)

ჯეიმს მილნერი და ალექსანდრ კოლაროვი, ედინ ჯეკო (“სიტი”, 2010-2015)

ალბერტო მორენო და ფედერიკო ფაციო, დიეგო პეროტი (“სევილია”, 2011-2014)

ფატქები

რომა

„ენფილდზე“ „რომამ“ ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. „ჯალოროსის“ ხუთი გოლი ბოლოს 2015 წლის 24 ნოემბერს, „ბარსელონასთან“ ჰქონდა გაშვებული (1:6).

„ჯალოროსის“ ბალანსი მიმდინარე სეზონში „ოლიმპიკოზე“: 15 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება. რვაჯერ კი, მინიმუმ 3 გოლის გატანა მოახერხა.

ჯენგიზ იუნდერმა “ჯენოასთან” მეექვსე გოლი გაიტანა ბოლო 9 მატჩში. არცერთ შემთხვევაში თურქს 90 წუთი არ უთამაშია.

“ჯენოასთან” მატჩი ედინ ჯეკოსთვის მეასე იყო იტალიის ჩემპიონატში (51 გოლი). ბოსნიელი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც 50 გოლი აქვს გატანილი ბუნდესლიგაში, სერია ა-სა და პრემიერლიგაში.

იმავე ჯეკომ „კიევოსთან“ 72-ე გოლი გაიტანა „რომას“ მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით.

17 აპრილს, ლუკა პელეგრინიმ “რომასთან” კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

გრეგუა დეფრელმა ოპერაცია გაიკეთა და ვერ ითამაშებს. ისევე, როგორც რიკ კარსდორპი. მოედანზე ვერ გავა კევინ სტროტმანიც.

ლივერპული

„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე მეასე თამაშს ჩაატარებს. ამ შედეგით გახდება მე-18 გუნდი, რომელმაც ეს მოახერხა (მეოთხე ინგლისური). ბალანსი ასეთია: 47 მოგება, 30 ფრე, 22 წაგება.

“ლივერპულს” მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (38). ეს ინგლისური გუნდებისთვის აბსოლუტური რეკორდია. მოჰამაედ სალაჰსა და რობერტო ფირმინოს ანგარიშზე 10-10 გოლია, სადიო მანემ კი, რვაჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

„წითლების“ 38 გოლი (11 მატჩი) მესამე შედეგია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. 2013-2014 წლების სეზონში „რეალმა“ 13 მატჩში 41, ხოლო 2002-2003 წლების სეზონში „ბარსელონამ“ 16 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა. საშუალო მაჩვენებლით „ლივერპულის“ შედეგი საუკეთესოა - 3.45 გოლი თამაშში.

“ლივერპულის“ ბალანსი მიმდინარე სეზონში სტუმრად: 13 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება. ბოლო რვა თამაშიდან კი, ერთხელ წააგო და ხუთჯერ გაიმარჯვა.

იურგენ კლოპის გუნდმა 21 საგარეო მატჩიდან 19-ჯერ გოლის გატანა მოახერხა.

“ლივერპულმა” ბოლო 26 მატჩიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით) მხოლოდ ოთხჯერ დატოვა მოედანი უგოლოდ.

ბოლო 17 მატჩიდან 11 მოიგო და ერთადერთხელ დამარცხდა (ყველა ტურნირის ჩათვლით).

მოჰამედ სალაჰმა ბოლო 20 მატჩში 22 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის 34 მატჩში კი, 31 გოლი აქვს გატანილი (40 ყველა ტურნირის ჩათვლით). ეს საუკეთესო შედეგია “ლივერპულის” ფეხბურთელებს შორის 1987 წლის შემდეგ (იან რაში).

ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი ტრავმია გამო ვერ ითამაშებს.

7 აპრილს ნათანიელ კლაინმა ითამაშა და ეს იყო მისი პირველი მატჩი 2017 წლის მაისიდან მოყოლებული. კლაინს ზურგის ტრავმა აწუხებდა.

ადამ ლალანა და ჟოელ მატიპი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ. ისევე, როგორც მოედანზე ვერ გავლენ ჯო გომესი და ემრე ჯანი. პირველმა ტრავმა 23 მარტს, ხოლო მეორემ 17 მარტს მიიღო.

22 აპრილს, მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.256897
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X