ფეხბურთი

18:07 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლი და ტრავმა

დანიის სუპერლიგის გათამაშება გამარჯვებით დაასრულა “რანდერსმა”, რომელმაც სტუმრად “ლიუნგბიუ” ადვილად დაამარცხა – 3:1.

ანგარიში საბა ლობჟანიძემ მეოთხე წუთზე გახსნა VIDEO. სამწუხაროდ, ჩვენებურმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა მიიღო და 35-ე წუთზე შეცვალეს. ჯერჯერობით, დაზიანების სიმძიმე უცნობია.

“რანდერსს” სუპერლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში მოუწევს თამაში. 6 და 13 მაისს, ეს გუნდი “ჰელსინგორს” ორჯერ გაეჯიბრება. რაც შეეხება ლობჟანიძეს – ქართველმა სუპერლიგის 2017-2018 წლების სეზონში 29 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112266