ფეხბურთი

13:25 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნა იუარა

"მილანის", "ჩელსის", პსჟ-ს და "ბაიერნის" ყოფილმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე უარი განაცხადა. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, გასულ კვირას სპეციალისტი იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

"სკუადრა აძურას" თავკაცის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი განიხილება, თუმცა მათ შორის იტალიური მედია ფავორიტად "ზენიტის" და "ნანტის" მწვრთნელებს რობერტო მანჩინის და კლაუდიო რანიერის მიიჩნევს.

0.111408