ფეხბურთი

22:32 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კიოლნი" ბუნდესლიგას მეექვსედ დაემშვიდობა

2018/19 წლების სეზონში "კიოლნი" გერმანიის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში ითამაშებს. ბუნდესლიგის 32-ე ტურში "თხები" სტუმრად "ფრაიბურგთან" 2:3 დამარცხდნენ და ჩემპიონატს ოფიციალურად დაემშვიდობნენ.

"კიოლნი" ბუნდესლიგიდან არსებობის ისტორიაში მეექვსედ გავარდა. 32 ტურის შემდეგ გუნდს 22 ქულა აქვს და გერმანიის ჩემპიონატში დარჩენის თეორიული შანსიც აღარ აქვს. ბუნდესლიგის ორგზის ჩემპიონი უმაღლესი დივიზიონიდან ექვსჯერ ბოლო 20 წლის განმავლობაში გავარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120211