სხვა

18:06 | 28.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა...

ჭაბუკ ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატზე დასრულდა პირველი ეტაპი და გამოვლინდა ფინალური ტურნირის 8 მონაწილე: პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა, თელავი, სამტრედია, BSB ბათუმი, აჭარა და ფოთი. შეჯიბრება 23-27 მაისს გაიმართება.

ბოლო დღეს რეგიონული პირველობა დაასრულეს აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებმა. აქ პეგასს დიდი ხნის წინ ჰქონდა განაღდებული აღმოსავლეთის ჩემპიონობა. ბოლო დღეს უნდა გარკვეულიყო მეორე-მესამე პრიზიორთა ვინაობა: ქარიშხალა ქულით უსწრებდა ყვარელს, მაგრამ კონკურენტთან 16-22 დამარცხდა და მესამე ადგილზე დარჩა. თელავმა დაამარცხა რუსთავი, 26-24, ხოლო გორმა მოუგო ქარელს - 32-16. დასავლეთში ჩემპიონი გახდა სამტრედია, მეორეზე გავიდა ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, მესამეზე - აჭარა. ფინალის მეოთხე საგზური ფოთის ოქროს ვერძმა მოიპოვა.

ფინალურ ტურნირზე შეიქმნება ორი ოთხგუნდიანი ჯგუფი. ორ-ორი საუკეთესო საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს, მეორე ოთხეული კი მე-5-8 ადგილებითვის ითამაშებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

აღმოსავლეთი. არენა 2, 28 აპრილი

გორი-ქარელი 32-16

ყვარელი-ქარიშხალა 22-16

რუსთავი-თელავი 24-26

საბოლოო------თ---მ----ფ----წ--------ბ--------ქ

პეგასი--------18--18---0---0---568-223---36

ყვარელი-----18--13---1---4---367-317---27

ქარიშხალა---18--13---0---5---428-389---26

თელავი------18---7---1--10---378-424---15

რუსთავი-----18---5---0--13---334-458---10

გორი---------18---4---0--14---293-405----8

ქარელი------18---2---0--16---375-527----4

დასავლეთი

საბოლოო------თ---მ---ფ---წ---------ბ--------ქ

სამტრედია--15--11---3---1---348-252---25

BSB ბათუმი-15--11---2---2---367-296---24

აჭარა---------15--10---0---5---403-327--20

ფოთი---------15--5---1---9---319-336---11

ქუთაისი-----15---4---2---9---317-425---10

ხელვაჩაური-15---0---0--15--328-446----0

ფინალური ტურნირი: 23-27 მაისი, თბილისი

პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა, თელავი, სამტრედია, BSB ბათუმი, აჭარა, ფოთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137915