ფეხბურთი

18:56 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი "ჩიხურასთან" ბოლო წუთზე დაეცა

ეროვნული ლიგის მერვე ტურის ცენტრალური მატჩი ისეთი გამოდგა, როგორიც ხსენებული სტატუსის შეხვედრებს ეკადრებათ.

ერთპიროვნული ლიდერი “საბურთალო” სტუმრად “ჩიხურას” დაუპირისპირდა, რომელიც მიმდინარე სეზონს საკმაოდ კარგად ატარებს. თამაში კი დრამატული გამოდგა, რომლის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდე ყველაფერი მეორე ნახევარში მოხდა. თავიდან გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დაწინაურდა. ლუკა ლაკვეხელიანის სტანდარტულს რეხვიაშვილის გამოზომილი თავური მოჰყვა და თბილისლები დაწინაურდნენ. თითქმოს ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ “საბურთალოს” მორიგი სამი ქულა უნდა მიეთვალა, მაგრამ არა...

ირაკლი ბუღრიძის აქტიურობას გოლი მოჰყვა სტუმართა კარში. მართალია, ახალგაზრდა შემტევს რეხვიაშვილმა ბურთი წაართვა, მაგრამ ამ უკანასკნელის ფეხიდან შეტევა გაგრძელდა. ირაკლი ლექვთაძე თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ვინაიდან ბურთი რეხვიაშვილიგან მიუვიდა, თამაშის წესი არ დარღვეულა. გამოცდილმა ფეხბურთელმა კი, შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1.

88-ე წუთზე სოსო ფრუიძემ გადამწყვეტი სიტყვა თქვა: ლექვთაძის ნაცვლად კახა კახაბრიშვილი ჩართო თამაშში, რომელიც გმირი გახდა. ბოლო წუთზე ლევან კაკუბავას კარგი პასის შედეგად კახაბრიშვილი ჩინებულად გაისარჯა, ორ მცველში ჭიდილი მოიგო, მეკარესთან პირისპირ დარჩა დ ლაზარე კუპატაძეს შანსი არ დაუტოვა.

მოკლედ, “ჩიხურამ” ენდშპილში მოიგო და ლიდერთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. “საბურთალომ” კი სეზონში მეორე მარცხი იგემა. ჯერ ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ “დინამო” თუ გაიმარჯვებს, ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლიანობა აღდგება.

“ჩიხურა” – “საბურთალო” 2:1 (0:0)

ივანწმინდა, “ცენტრალური სტადიონი”

“ჩიხურა” (4-2-3-1): ჰამზიჩი; ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, მეგრელიშვილი; დობროლოვსკი (ჩიხლაძე 65), კაკუბავა; ლექვთაძე (კახაბრიშვილი 88), მარკოზაშვილი, გაბედავა; ბუხაიძე (ბუღრიძე 65)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“საბურთალო” (4-3-3): კუპატაძე; იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხელიანი; ტერა, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი; კოხრეიძე (გოშთელიანი 70), ტატანაშვილი (ვაგნერი 60), დიასამიძე (ნადარაია 80)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 0:1 რეხვიაშვილი (60), 1:1 ლექვთაძე (77), 2:1 კახაბრიშვილი (90)

გაფრთხილება: მირცხულავა (26) – კოხრეიძე (34), მარგველაშვილი (64), ვაგნერი (78)

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

კოლხეთი   0 - 0    მეტალურგი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   1 - 0    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   0 - 0    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.226596