ფეხბურთი

17:05 | 27.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უნაი ემერი პსჟ-ს დატოვებს

ფრანგულ “პარი სენ ჟერმენს” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე უნაი ემერი დატოვებს. ეს ინფორმაცია თავად ესპანელმა სპეციალისტმა გააჟღერა.

“მე ვუთხარი გუნდს, რომ სეზონის შემდეგ მივდივარ. მადლობა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, სპორტულ დირექტორ ანტერო ენრიკეს, გულშემატკივრებსა და ყველა ფეხბურთელს ამ ორი სეზონისთვის”, - განაცხადა ემერიმ.

ემერიმ პსჟ 2016 წელს ჩაიაბარა. ამ დროის განმავლობაში პარიზელებთან ერთად თითოჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრნაგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი და საფრანგეთის სუპერთასი. ჩემპიონთა ლიგაზე კი, პსჟ წარუმატებლად თამაშობდა. ორივე სეზონში მაქსიმუმი მერვედფინალი გამოდგა.

ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს "პარი სენ ჟერმენს". ფრანგული მედიის ცნობით, უნაი ემერის პოსტზე ფავორიტი გერმანელი ტომას ტუხელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109226