სხვა

17:12 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს ვერძი პრომეთესთან დამარცხდა

სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები ხელბურთში. ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, ფოთის ოქროს ვერძი 9-16 დამარცხდა წყალტუბოს პრომეთესთან, ხოლო აჭარისა და სამტრედიის გუნდებმა ფრედ, 13-13 ითამაშეს.

17-17 ქულით წინაა ორი თბილისური გუნდი, ქარიშხალა და მამული. ფოთს 13 ქულა და ორი მატჩი ჰქონდა მარაგში, მაგრამ ლიდერთა დაწევის შანსი ვერ გამოიყენა. წყალტუბოს გუნდის ლიდერმა, ჯულია ჩირგაძემ 9 გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა სოლიდური სხვაობით, 16-9 მოიგო.

ხვალ ფოთი ეთამაშება სამტრედიას, წყალტუბო - აჭარას. ჩემპიონი გაირკვევა დასკვნითი, საერთო ტურის შემდეგ რვავე გუნდის მონაწილეობით, რომელიც 15-18 მაისს გაიმართება თბილისში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე. დასავლეთი, 8-10 მატჩები. სენაკი

26 აპრილი

აჭარა - სამტრედია 13-13

ფოთი-წყალტუბო 9-16

------------------თ---მ---ფ---წ-------ბ-------ქ

მამული------10---8---1---1--226-147--17

ქარიშხალა--10---8---1---1--236-176--17

ფოთი---------9---6---1---2--145-131--13

წყალტუბო---9---5---0---4--123-141--10

სამტრედია---9---2---4---3--135-145---8

აჭარა----------9---2---2---5--112-138---6

პეგასი--------10---1---1---8--132-199---3

ყვარელი-----10---1---0---9--155-187---2

27 აპრილი. წყალტუბო - აჭარა, სამტრედია - ფოთი

15-18 მაისი. მეორე წრის საერთო ტური. 11-14 მატჩები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125524