ფეხბურთი

12:07 | 26.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" 4 ფეხბურთელი დატოვებს

კატალონიის “ბარსელონაში” ზაფხულში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდემ უკვე დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდის დატოვება მოუწევთ.

ესპანელი სპეციალისტის გეგმებში იერი მინა, ლუკას დინიე, ანდრე გომეში და ალეიშ ვიდალი ვერ ჯდებიან. შესაბამისად, მათ დიდი ალბათობით, სხვა გუნდებში ვიხილავთ.

გარდა ამისა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ “ბარსას” კაპიტანი ანდრეს ინიესტაც დატოვებს. ეს, რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელის არჩევანია და ვალვერდეს ხელი ამაში არ ურევია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112294